ნიკოლოზ ბერძნიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოლოზ ბერძნიშვილი
მშობ. სახელი რუს. Николай Бердзенов
დაბ. სახელი ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი)
დაბ. თარიღი 4 სექტემბერი/16 სექტემბერი, 1829
სოფელი არდონი
გარდ. თარიღი 1874
თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.

ნიკოლოზ გიორგის ძე ბერძნიშვილი (ბერძენოვი) (დ. 16 სექტემბერი [ ძვ. სტ. 4 სექტემბერი], 1829, სოფ. არდონი, ახლანდელი ჩრდილოეთი ოსეთი ― გ. 1874, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი და კრიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის 50-60-იან წლებში აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“, რომელსაც ერთხანს კიდეც რედაქტორობდა. ბერძნიშვილს ეკუთვნის დიდი ნაწილი რუსულ ენაზე გამოცემული წიგნისა — „თბილისი ისტორიული და ეთნოგრაფიული თვალსაზრისით“ (1870) და გამოკვლევა (რუსულ ენაზე) „სულხან-საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში“ (1869), აგრეთვე ეთნოგრაფიული ნარკვევები საქართველოსა და ჩრდილოეთ ოსეთზე. 1864–1874 წლებში იგი კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი იყო და მონაწილეობდა ამ კომისიის „აქტების“ შედგენაში. საყურადღებოა "კავკაზში" 1857–1859 წლებში გამოქვეყნებული მისი ლიტერატურული-კრიტიკული წერილები. ბერძნიშვილი ქართული რეალისტური სალიტერატური კრიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელია. მან ყურადღება გაამახვილა სინამდვილის მხატვრული ასახვის, ეროვნული თემატიკის მნიშვნელობის, ტიპურობის საკითხებზე, მთარგმნელობითი მუშაობის პრინციპებზე და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭუმბურიძე ჯ., ქართული კრიტიკის ისტორია, ტ. 1, თბ., 1974;
  • Бакрадзе Д. З., Бердзенов и его литературная деятельность, Тфл., 1874;