ნიკოლოზ ალექსიძე
იერსახე
| ნიკოლოზ ალექსიძე | |
|---|---|
| დაბ. თარიღი | 28 დეკემბერი, 1900[1] |
| გარდ. თარიღი | 14 თებერვალი, 1970[1] (69 წლის) |
| საქმიანობა | ენტომოლოგი და ფერმერი[1] |
ნიკოლოზ ესტატეს ძე ალექსიძე (დ. 28 დეკემბერი [ძვ. სტ. 15 დეკემბერი], 1900, სოფ. წრომი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი — გ. 14 თებერვალი, 1970, თბილისი) — ქართველი ენტომოლოგი, სოფლის მეურნეობის დოქტორი (1942), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი, 1935 წლიდან მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მცენარეთა დაცვის განყოფილების გამგედ. გამოიკვლია ვაზის, ბოსტნისა და ბაღჩეული კულტურების მავნებელთა ბიოეკოლოგიური საკითხები, შეიმუშავა მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 303-304.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.