ნიკოლოზ აბაშიძე-ფინეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

ნიკოლოზ როსტომის ძე აბაშიძე-ფინეზიშვილიიმერეთის აჯანყების (1819-1820) აქტიური მონაწილე. 1819 ფარულად გაემგზავრა ახალციხის ფაშასთან და აჯანყებულთათვის თოფ-იარაღი ჩამოიტანა. 1820 თავი შეაფარა გურიას, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ პუზირევსკის რაზმთან შეტაკებაში. შემდეგ ახალციხეში გაიხიზნა. რუსეთის მთავრობამ მამული ჩამოართვა, ოჯახი კი რუსეთში გადაუსახლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სოსელია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 26.
  • Махарадзе Н., Восстание в Имеретии 1819-1820 гг., «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის», 1942, ნაკვ. 3.