ნიკოლოზ აბაზაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლოზ ლევანის ძე აბაზაძე (დ. 19 ივლისი, 1863, სოფ. სურამი — გ. 1 ოქტომბერი, 1931, იქვე) — ქართველი ეთნოგრაფი, სამართალმცოდნე და საზოგადო მოღვაწე.

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1890). მუშაობდა თბილისსა და სურამში. იყო ნაფიცი მსაჯული, ადვოკატთა კოლეგიის წევრი. აბაზაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართველი ხალხის სოციალური და სამეურნეო ყოფის შესწავლაში. მისი მთავარი შრომებია: "საოჯახო თემი ქართველებში" (1893) და "ხანულობა" წველაში მოზიარეობის წეს-ჩვეულება» (1898, ორივე რუსულ ენაზე). ნიკოლოზ აბაზაძის სახლში, 1952 წლიდან განთავსებულია უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას მუზეუმი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]