ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკოლოზი (მეუფე))
ნიკოლოზი
ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპარქიის მიტროპოლიტი

მეუფე ნიკოლოზი
პროვინცია ჯავახეთი
ეპარქია ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1996
პირადი მონაცემები
საერო სახელი პაატა ფაჩუაშვილი
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1961 (1961-02-10) (63 წლის)
ეროვნება ქართველი
რელიგია ქრისტიანობა

მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ერისკაცობაში — პაატა გივის ძე ფაჩუაშვილი; დ. 10 თებერვალი, 1961, თბილისი, საქართველო) — ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი. საქართველოს საპატრიარქოს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე.

ნიკოლოზმა 1985 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1992 წელს კი — თბილისის სასულიერო აკადემია. 1990 წლის 30 სექტემბრიდან დიაკონია, 1991 წელს კი მღვდლად აკურთხეს, რის შემდეგაც 1996 წლამდე მეტეხის ტაძრის დეკანოზი იყო. 1996 წლის 24 მარტს აღიკვეცა ბერად, მეორე დღეს კი, 25 მარტს არქიმანდრიტის ხარისხი მიენიჭა. მალევე, იმავე წლის 31 მარტს ეპისკოპოსად აკურთხეს, რის შემდეგაც სხვადასხვა დროს იყო ცაგერ-სვანეთის (1996-1997), ახალციხისა (1997-1998) და ბოლოს ბოდბის (1998-2002) ეპისკოპოსი. მთავარეპისკოპოსობა ებოძა 2000 წლის 28 ნოემბერს. 2002 წლიდან ახალქალაქის ეპარქიას მართავს, ხოლო 2006 წლის 30 სექტემბერს მიტროპოლიტის ხარისხი ებოძა.

კათედრა აქვს ახალქალაქსა და კუმურდოში, რეზიდენცია — ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

ანგელოზის დღე — 6 დეკემბერი (19).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]