ნიკოლოზის მოედანი
იერსახე
ნიკოლოზის მოედანი — ყოფილი მოედანი XIX საუკუნის თბილისში, იმ ადგილზე, სადაც ახლა ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის შენობა დგას რუსთაველის გამზირზე. სახელი ეწოდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის პატივსაცემად 1820-იან წლებში.
მოედანი მოწყობილი იყო მთავარმართებლის სასახლის წინ. 1820-იან წლებში ნიკოლოზის მოედანი ქალაქის მთავარ მოედნად ითვლებოდა. აქ იმართებოდა სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებები, აღლუმები, ფოიერვერკები, დოღები.
„ნიკოლოზის მოედანი“ ერქვა ივანე ჯავახიშვილის მოედანსაც.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კვირკველია, თ., ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 27. «საბჭოთა საქართველო», თბ., 1985
- ძიძიგური მ., იოსებიძე დ. XIX საუკუნეში ნიკოლოზისა და ღუნიბის მოედნების დაარსებისა და მათი შემდგომი სახეცვლილების შესახებ // კავკასიის მაცნე: (სპეციალური გამოცემა [3]). – 2004 . – გვ. 33-38. რეზ. რუს. და ინგლ. ენებზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 211, ISBN 978-99928-20-35-3.