შინაარსზე გადასვლა

ნიკოლა შოვენი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლა შოვინი (ფრანგ. Nicolas Chauvin) — ნაპოლეონის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული ჯარისკაცი,რომელიც ლეგენდარულ პერსონაჟად ითვლება. მსახურობდა რესპუბლიკის პირველ არმიაში და ნაპოლეონის დიდ არმიაში («La Grande Armée»).

ისტორიები მოგვითხრობს,რომ შოვინი დაახლოებით 1780 წელს დაიბადა,საფრანგეთის ქალაქ როჩეფორტში. ის ახალგაზრდობიდანვე დიდი პატრიოტი იყო-თვრამეტი წლიდან ემსახურებოდა სამშობლოს,ხოლო ომში ჩვიდმეტჯერ დაიჭრა და დასახიჩრდა.

ერთგულებისა და სიმამაცისათვის თავად ნაპოლეონმა ის 200 ფრანკის ოდენობის პენსიითა და ხმლით დაასაჩუქრა. მიუხედავად ამ პატივისცემისა,ნაპოლეონის გარდაცვალების შემდეგ ნიკოლას გაღებულმა მსხვერპლმა მხოლოდ დაცინვა მოუტანა. ამის გამო მან ჯარი დატოვა და მშობლიურ სოფელში ფერმერი გახდა.

ისტორიკოსებს და მკვლევარებს ჯერ კიდევ არ აქვთ მტკიცებულებები ნამდვილი ნიკოლა შოვინის არსებობის შესახებ. მათი ნაწილის აზრით,ის საერთოდ არ არსებობდა. მკვლევარი ჟერარ პუიმეჟი თვლის,რომ შოვინის ამბავი თავიდან მხოლოდ ფრანგი ჯარისკაცებისათვის მისაბაძი ლეგენდა იყო. ასეთი ლეგენდების უმეტესობას დგილობრივი მსახიობები,ისტორიკოსები და მომღერლები იმდენჯერ იმეორებენ,რომ მოსახლეობას ის ნამდვილი ფაქტის სახით ამახსოვრდება და სწორედ ასე რჩება ისტორიას. პუიმეჟი ასევე წერს,რომ "ამაყი ჯარისკაცის" ტროპი სიახლე არაა და მას ანტიკურ ბერძნულ და რომაულ თეატრებშიც კი შეხვდებოდით.

სწორედ ნიკოლა შოვინის სახელი უდევს საფუძვლად ტერმინ "შოვინიზმს",რაც ულტრანაციონალიზმს,საკუთარი რასისა და ქვეყნის უმაღლეს დონეზე აყვანას და სხვათა დაკნინებას,ან ზოგადად უსამართლო და სუბიექტურ აზროვნებას გულისხმობს. "შოვინიზმის" მაგალითებია სექსიზმი,რასიზმი და ა.შ.

წყაროები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლა_შოვენი“-დან