შინაარსზე გადასვლა

ნიკოლა ტესლას ძეგლი (ბაქო)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა ტესლას ძეგლი
აზერ. Nikola Teslanın heykəli
მდებარეობა ბაქო, აზერბაიჯანი
არქიტექტორი სანან სალამზადე
მოქანდაკე ომარ ელდაროვი
თარიღდება 8 თებერვალი 2013

ნიკოლა ტესლას ძეგლი (აზერ. Nikola Teslanın heykəli) — სერბი მეცნიერის, ნიკოლა ტესლას ძეგლი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში.

ძეგლის ავტორები — აზერბაიჯანის სახალხო მხატვარი, მოქანდაკე ომარ ელდაროვი და არქიტექტორი სანან სალამზადე. დამზადებულია ბრინჯაოსგან. მისი სიმაღლე პოსტამენტთან ერთად შეადგენს 3,3 მეტრს.

ძეგლი დადგმულია დეკორატიული პანოს ფონზე, რომელზეც გამოსახულია ტესლას ერთ-ერთი მთავარი გამოგონება — ცვლადი დენის გენერატორი. ძეგლის გახსნის ცერემონია შედგა 2013 წლის 8 თებერვალს.[1]