შინაარსზე გადასვლა

ნიკოლა ბურბაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლა ბურბაკი
საიტი bourbaki.fr
bourbaki.fr/index-de.html[1]
bourbaki.fr/index-en.html[1]
bourbaki.fr/index-es.html[1]

ნიკოლა ბურბაკი (ფრანგ. Nicolas Bourbaki) — ახალგაზრდა ფრანგ მათემატიკოსთა კოლექტიური ფსევდონიმი. ჯგუფი დააარსეს 1937 წელს უმაღლესი ნორმალური სკოლის აღზრდილებმა. ისინი ცდილობენ განახორციელონ დ. ჰილბერტის იდეა – განიხილონ სხვადასხვა მათემატიკური თეორია ერთიანი ფორმალური აქსიომატური მეთოდის პოზიციებიდან. ჯგუფი უშვებს მრავალტომიან ტრაქტატს „მათემატიკის ელემენტები“, რომელიც 1939 წლიდან გამოდის. მუშაობს „ბურბაკის სემინარი“, სადაც ისმენენ სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა მოხსენებებს. ჯგუფის წევრთა რაოდენობა და ვინაობა საიდუმლოა. მისი შემადგენლობა პერიოდულად იცვლება — 50 წელს მიღწეული წევრი ადგილს უთმობს უფრო ახალგაზრდას.