ნიკოლას ტულპი
ნიკოლას ტულპი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 ოქტომბერი, 1593 |
დაბ. ადგილი | ამსტერდამი |
გარდ. თარიღი | 12 სექტემბერი, 1674 |
გარდ. ადგილი | ჰააგა |
მოქალაქეობა | ჰოლანდიელი |
საქმიანობა | ექიმი, პოლიტიკოსი, მწერალი, ანატომი, უნივერსიტეტის პროფესორი, ქირურგი და anatomical pathologist |
მუშაობის ადგილი | Collegium Chirurgicum Amstelaedamense და Collegium Chirurgicum Amstelaedamense[1] |
ალმა-მატერი | ლეიდენის უნივერსიტეტი |
მეუღლე | Margaretha de Vlaming van Oudtshoorn |
შვილ(ებ)ი | Margaretha Tulp და Dirck Tulp |
ნათესავ(ებ)ი | Jan Six I |
სამეცნიერო სფერო | მკურნალი, მწერალი, პოლიტიკოსი. |
ნიკოლას ტულპი 一 აღორძინების ეპოქის ჰოლანდიელი ექიმი და ქალაქ ამსტერდამის მერი. ტულპი ცნობილი გახდა, როგორც თავისი დროის გამორჩეული მორალური ხასიათის მქონდე მკურნალი[2] და რემბრანდტის ცნობილი ნახატის, 一 ექიმ ნიკოლას ტულპის ანატომიის გაკვეთილი 一 მთავარი ფიგურა.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი დაბადების სახელია კლას პიტერსონი. იგი დაიბადა მდიდარი ვაჭრის ოჯახში, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ამსტერდამის საგარეო-საშინაო საქმეებში. ტულპმა 1611-1614 წლებში შეისწავლა მედიცინა ლეიდენის უნივერსიტეტში. ამსტერდამში დაბრუნდები შემდეგ, მან განთქმული ექიმის რეპუტაცია მოირგო. მალევე, ის ცვლის საკუთარი საგვარეულოს გერბს და მასზე ტიტას გამოსახავს, რის პარალელურადაც სახელს კლასიდან ნიკოლასზე იცვლის. იგი ჩაერთო ქალაქის პოლიტიკურ ყოფა-ცხოვრებაშიც 一 თავიდან ის ქალაქის ხაზინდარი, ხოლო 1622 წელს უკვე ქალაქის მაგისტრატად იქცა.
ექიმის კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტულპუს სამედიცინო კარიერა ამსტერდამის აყვავების ხანას დაემთხვა. როდესაც ამსტერდამის მოსახლეობა 1580 წელს 30 000-დან 1650 წელს 210 000-მდე გაიზარდა, საკუთარმა კარიერამ, როგორც ექიმსა და პოლიტიკოსს, ის გავლენიან ადამიანად აქცია. საქალაქო საბჭოში მისი კავშირების წყალობით, 1628 წელს ტულპი დაინიშნა ანატომიის პრეელექტორად ამსტერდამის ქირურგთა გილდიაში. მისი მეუღლე იმავე წელს გარდაიცვალა და ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა თავად ითავა. 1680 წელს მან ხელმეორედ იქორწინა, საიდანაც კიდევ სამი შვილი შეეძინა. სწორედ ტულპმა მოაწერა ხელი პირველმა ჰოლანდიელ ემიგრანტთა ვარგისიანობის ანგარიშებს კუნძულ მანჰეტენზე. მისი ხელმოწერა აღმოაჩინეს ჰოლანდიური დასახლების არქივში, რომელიც 1980-იან წლებში, ნიუ-იორკში აღმოაჩინეს.[3]
ტულპი პასუხისმგებელი იყო სააფთიაქო სამუშაოების წარმართვაზე. მისი დახმარებით, ამსტერდამელ ექიმებს ჰქონდათ წვდომა დიდი რაოდენობით აღმოსავლურ მედიკამენტებზე. 1635 წლისთვის, ქალაქში მოხვეული ჭირის გამო, წამლებისა და მკურნალობის თანხებმა საგრძნობლად იმატა, შედეგად ტულპმა, საკუთარ კოლეგებთან ერთად, გადაწყვიტა დაეწერა პირველი „ფარმაცევტული კრებული“, ე.წ. „ფარმაკოპია“.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Amstelredamensis Observationes Medicae, Nicolai Tulpii, Amsterdam Elzevier, 1641
- Geneeskundige Waarneemingen van Nikolaas Tulp, Oud Burgermeester der Stad Amsterdam. Naar den zelfden Druk uit het Latyn vertaalt. Hier is bygevoegt de Lykoratie van den zeer vermaarden Heer Ludovicus Wolzogen., By Jurriaan Wijshoff. 1740 (later exposed to be somewhat of a fraud, this book not only translated, but also embellished the Tulp Latin version with fantastic Amsterdam urban legend stories dating from after Tulp's death)
- Exercitatio Anatomica de Motu Cordis et Sanguinis in Animalibus, by William Harvey
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Album Academicum — 2007.
- ↑ Busken Huet – Het land van Rembrand
- ↑ Gross, Charles G. (2009). A Hole in the Head: More Tales in the History of Neuroscience. MIT Press, გვ. 172. ISBN 978-0-262-01338-3.