შინაარსზე გადასვლა

ნიკოლაი კროგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი კროგი
დაბადების თარიღი 6 ივლისი, 1787(1787-07-06)[1] [2]
დაბადების ადგილი Drangedal Municipality[2]
გარდაცვალების თარიღი 15 ოქტომბერი, 1856(1856-10-15)[1] [2] (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი ოსლო[2]
მოქალაქეობა ნორვეგია
განათლება Norwegian Military College
მამა Andreas Christian von Krogh
დედა Else Marie Poppe
მეუღლე/ები Henriette Mathiesen[2]
ჯილდოები Royal Order of the Seraphim, Order of Charles XIII და Royal Order of the Sword

ნიკოლაი კროგი (დ. 25 მარტი, 1772 – გ. 3 იანვარი, 1851) — ნორვეგიის პირველი მინისტრი 1836–1855 წლებში. 1821–1855 წლების პერიოდში მას ასევე ეკავა რამდენიმე სხვა სამინისტრის პოსტი, მათ შორის არმიისა და საზღვაო ფლოტის სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა.[3]

კროგი დაიბადა ნორვეგიაში, ბრატსბერგის საგრაფოს დრანგედალის სამრევლოში. იგი ანდრეას კრისტიან ფონ კროგისა და ელზე მარი პოპეს ვაჟი იყო. იგი გაიზარდა ჰადელანდში, გრანის სამრევლო სახლში, სადაც მამამისი სამრევლო მღვდლად მსახურობდა. კროგმა სამხედრო განათლების მიღება დაიწყო კადეტად ნორვეგიის სახმელეთო კადეტთა კორპუსში, კრისტიანიაში (ახლანდელი ოსლო). 1805 წელს მან სწავლა დაასრულა მეორე ლეიტენანტის წოდებით.[4]

1814 წელს იგი დანიის პრინც კრისტიან ფრედერიკის სამსახურში იმყოფებოდა, როგორც მისი გენერალური შტაბის ადიუტანტი. 1815 წელს კროგი მაიორის წოდებამდე დაწინაურდა. 1816 წლის ივლისიდან იგი ნორვეგიის სამეფო სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელი იყო. 1817 წელს იგი ვიცე-პოლკოვნიკის წოდებამდე დაწინაურდა. 1821 წელს კროგს სტოკჰოლმში მოუხმეს მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად და თან გაჰყვა ტახტის მემკვიდრე პრინც ოსკარს ევროპულ ტურნეში საცოლის მოსაძებნად. 1836–1855 წლებში იგი ნორვეგიის პირველი მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 1855 წელს იგი გადადგა მთავრობის მინისტრის პოსტიდან, გარდაიცვალა 1856 წელს კრისტიანიაში და დაკრძალეს კრისტ-კირკეგორდის სასაფლაოზე.[5]

  1. 1 2 (not translated to no) Stortinget og statsraadet: 1814-1914. B. 1 D. 2 : Biografier L-Ø : samt tillæg — 1914. — გვ. 992.
  2. 1 2 3 4 5 Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  3. ↑ Nicolai Krog. Government of Norway. ციტირების თარიღი: 2009-11-13.
  4. ↑ Nicolai Krog. Store norske leksikon. ციტირების თარიღი: June 10, 2016.
  5. ↑ Nicolai Krog, Førstestatsråd 1836 – 1855. Regjeringen.no (June 2011). ციტირების თარიღი: June 10, 2016.