შინაარსზე გადასვლა

ნიკოლაი კაზანსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკოლაი კაზანსკი
დაბ. თარიღი 25 ივნისი, 1952(1952-06-25)[1] (72 წლის)
დაბ. ადგილი სანქტ-პეტერბურგი
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა კლასიკური ფილოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და ენათმეცნიერი[2]
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Institute for Linguistic Studies
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა Nikolai Aleksandrovich Kozyrev
დედა Tatyana Borisovna Kazanskaya
ჯილდოები II ხარისხის „მამულის წინაშე დამსახურებისათვის“ ორდენის მედალი

ნიკოლაი კაზანსკი (რუს. Никола́й Никола́евич Каза́нский, დ. 25 ივნისი, 1952, ლენინგრადი) — საბჭოთა და რუსი ლინგვისტი, ფილოლოგი, კლასიკური ფილოლოგიისა და ინდოევროპულ ენათა შედარებით-ისტორიული შესწავლის სპეციალისტი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2006).

სამეცნიერო და კვლევითი ინტერესები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლაი კაზანსკის ლინგვისტური ინტერესების სფერო — ბერძნული ენის ადრეული ისტორია, კერძოდ, მიკენის ბერძნულის ურთიერთშეპირისპირება ჰომეროსის ენასთან და ჩვ. წელთაღრიცხვამდე პირველი ათასწლეულის დიალექტების მონაცემებთან; ძველი ბერძნული დიალექტოლოგია; პრაინდოევროპული ენობრივი მდგომარეობის რეკონსტრუქცია, კერძოდ, ონომასტიკისა და ზმნის სისტემები; ტროას დამწერლობა.

ნიკოლაი კაზანსკი დაკავებული იყო XX საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძენი ლირიკოსის სტესიქორეს შემოქმედების კვლევით.

რიგი შრომებისა ნიკოლაი კაზანსკიმ მიუძღვნა ცალკეულ პოემათა რეკონსტრუქციას (განზოგადებულია მონოგრაფიაში (ინგლ. „Principles of the Reconstruction of a Fragmentary Text (New Stesichorean Papyri)“,. სანქტ პეტერბურგის ბიბლიოთეკაში, 1997), ეპიკური შემოქმედების თავისებურებებს, XX საუკუნის რუსული პოეტური ტექსტების ანალიზს.

ნიკოლაი კაზანსკი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ბუბლიკაციის ავტორი.

  • Диалекты древнегреческого языка /ძველბერძნული ენის დიალექტები/ (учебное пособие). Л., 1983. 100 с.
  • Предметно-понятийный словарь греческого языка. Крито-микенский период. /ბერძნული ენის საგნობრივ-ცნებობრივი ლექსიკონი. კრეტულ-მიკენური პერიოდი/ (Очерк грамматики; составление совм. с В. П. Казанскене). Л., 1986.
  • Principles of the Reconstruction of a Fragmentary Text (New Stesichorean Papyri). St. Petersburg, 1997. 154 p.

ფილოლოგიური თარგმანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • К реконструкции категории падежа в праиндоевропейском /ბრუნვის კატეგორიის რეკონსტრუქციისათვის პრაინდოევროპული ენაში/ Актуальные вопросы сравнительного языкознания. Л., 1989;
  • Диахронический аспект изучения эпической формулы /ეპიკური ფორმულის შესწავლის დიაქრონიული ასპექტი/ πολύτροπον. М., 1998;
  • Праязыковая реконструкция: проблемы и перспективы /პრაენობრივი რეკონსტრუქცია: პრობლემები და და პერსპექტივები/ Труды Отделения историко-филологических наук РАН. 2003. Вып. 1;
  • Пер•миссив в древнегреческом языке /პერმისივი ძველბერძნულ ენაში/ Славянское и балканское языкознание. Человек в пространстве Балкан. Поведенческие сценарии и культурные роли. М., 2003;
  • Древнегреческо-древнеиндийский билингвизм /ძველბერძნულ-ძველინდური ბილინგვიზმი/ Scripta Gregoriana. М., 2003 (совм. с Е. Р. Крючковой).

გამოსვლები მედიაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Národní autority České republiky