ნიკოდიმი (რუმინეთის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნიკოდიმი
უნეტარესი მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი უნგრო-ვლახეთისა და პატრიარქი სრულიად რუმინეთისა
Никодим (Мунтяну).jpg
ეკლესია რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 30 ივნისი, 1939
თანამდებობიდან წასვლა 27 თებერვალი, 1948
წინამორბედი მირონი
მემკვიდრე იუსტინიანე მარინა
პირადი მონაცემები
საერო სახელი ნიკოლაე მუნტიანუ
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1864
დაბადების ადგილი პიპირიგი, რუმინეთი
გარდაცვალების თარიღი 27 თებერვალი, 1948
გარდაცვალების ადგილი ბუქარესტი, რუმინეთი
დასაფლავების ადგილი ბუქარესტის საკათედრო ტაძარი
ეროვნება რუმინელი
რელიგია მართლმადიდებლობა

პატრიარქი ნიკოდიმი (რუმ. Patriarhul Nicodim, ერისკაცობაში ნიკოლაე მუნტიანუ, რუმ. Nicodim Munteanu; დ. 6 დეკემბერი, 1864, პიპირიგი, რუმინეთი — გ. 27 თებერვალი, 1948, ბუქარესტი, რუმინეთი) — რუმინეთის რელიგიური მოღვაწე, სრულიად რუმინეთის პატრიარქი (1939-1948 წწ.).

დაიბადა 1864 წელს, ნიამცის მაზრის სოფელ პიპირიგში. დაამთავრა სკოლა ნიამცში, ხოლო შემდეგ კიევის სასულიერო აკადემია. 1935 წლიდან იასის მიტროპოლიტია. 1939 წლის 30 ივნისს აირჩიეს რუმინეთის პატრიარქად.

გარდაიცვალა 1948 წლის 27 თებერვალს ბუქარესტში. დაკრძალულია საკათედრო ტაძარში რუმინეთის პირველი პატრიარქის მირონის გვერდით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]