ნიკიფორე I კომნენოს დუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკიფორე I (მრავალმნიშვნელოვანი).
ნიკიფორე I კომნენოს დუკა
Νικηφόρος Α΄ Κομνηνός Δούκας
ეპირის მმართველი
მმართ. დასაწყისი: 1267/1268
მმართ. დასასრული: 1297
წინამორბედი: მიქაელ II
მემკვიდრე: თომა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1240
გარდ. თარიღი: 1297
მეუღლე: მარია ლასკარისი
ანა კანტაკუზენი
შვილები: მარია კომნენოს დუკა
თამარ ანგელინა კომნენე
დინასტია: კომნენოს დუკები
მამა: მიქაელ II
დედა: თეოდორა პეტრალიფა

ნიკიფორე I კომნენოს დუკა (ბერძ. Νικηφόρος Α΄ Κομνηνός Δούκας; დ. 1240 — გ. 1297) — ეპირის დესპოტატის მმართველი 1267/1268–1297 წლებში. მიქაელ II-ის ვაჟი. 1276 წელს კავშირი შეკრა პროვანსის გრაფთან, შარლ ანჟუელთან, რომელმაც სიცილიის სამეფო ტახტი მოიპოვა და 1272 წელს დირიქიონიც დაიპყრო. 1278 წელს შარლისა და ნახევარძმა იოანე I-ის დახმარებით დაიკავა რამდენიმე ქალაქი, მათ შორის ბუტრინტი. მიუხედავად მისი კავშირებისა კათოლიკე სახელმწიფოებთან, ნიკიფორე და მისი ნახევარძმა კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობის გაერთიანების წინააღმდეგ გამოვიდნენ. 1279 წელს თავი სცნო შარლის ვასლად და მას ბუტრინტი დაუთმო. მალევე შარლი დამარცხდა და ნიკიფორემ დაკარგა მნიშვნელოვანი პოზიციები ალბანეთში ბიზანტიელთა სასარგებლოდ. სიცილიის მწუხრის დაწყებამ დიდი დარტყმა მიაყენა კოალიციას. საბოლოოდ შარლ ანჟუელმა კუნძული სიცილია დაკარგა და მხოლოდ ნეაპოლის სამეფო შეინარჩუნა. 1282 წელს ნიკიფორემ ანდრონიკე II-სთან გააფორმა ალიანსი. 1291 წელს ანტიბიზანტიურმა არისტოკრატიამ დაიწყო მოლაპარაკებები შარლ II-სთან, რამაც ბიზანტიელთა შემოჭრა გამოიწვია, მაგრამ ისინი უკუაგდეს იტალიელთა დახმარებით. თესალიელებმა გამოიყენეს ბერძენ დიდებულთა და ნეაპოლელთა დაპირისპირება და დაიპყრეს ეპირის მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები. 1296 წელს მათი დიდი ნაწილი იტალიელებმა დაიბრუნეს და სამშვიდობო ხელშეკრულებაც გააფორმეს. ნიკიფორე I ამ მოვლენებიდან მალევე გარდაიცვალა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]