ნიკიფორე III ბოტანიატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკიფორე III (ბიზანტია))
ნიკიფორე III
Νικηφόρος Βοτανειάτης
ბიზანტიის იმპერატორი
კორონაცია: 24 მარტი 1078
მმართ. დასაწყისი: 7 იანვარი 1078
მმართ. დასასრული: 1 აპრილი 1081
წინამორბედი: მიხეილ VII
მემკვიდრე: ალექსი I კომნენოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახლ. 1002
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 10 დეკემბერი 1081
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ბებდენი
მარიამ ალანელი
დინასტია: დუკები

ნიკიფორე III ბოტანიატე (დ. დაახლ. 1002 — გ. 1 აპრილი, 1081, კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 1078–1081 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკიფორე ბოტანიატე თავის წინაპრებად რომაელ პატრიციუსებს ფაბიუსებს ასახელებდა. იგი ბიზანტიის არმიის სარდალი იყო მცირე აზიაში, როცა 1078 წელს იმპერატორ მიხეილ VII დუკას აუჯანყდა. თურქ-სელჩუკთა მხირდან უმოქმედობით ზურგგამაგრებულმა ნიკიფორემ გაილაშქრა ნიკეაზე, სადაც მან თავი იმპერატორად გამოაცხადა. დასავლეთში ამ დროს აჯანყდა მეორე სარდალი ნიკიფორე ბრიენი. ბიზანტიელმა არისტოკრატიამ და სამღვდელოებამ მხარი ბოტანეატესს დაუჭირა, რომელმაც ტახტზე ასვლისთანავე ცოლად შეირთო მიხეილ VII-ის მეუღლე მარიამ ბაგრატიონი, საქართველოს მეფის გიორგი II-ის და.

ბოტანეატემ ალექსი კომნენოსის დახმარებით შეძლო დაემარცხებინა ნიკიფორე ვრიენიოსი და მისი მომხრეები და გამაგრებულიყო ტახტზე. თუმცა მცირე აზიაში შემოჭრილ თურქებთან ომში მარცხი განიცადა და ვერ შეძლო მათი განდევნა იმპერიის მიწებიდან.

მომდევნო წლებში ბოტანეატესს უკვე თვით ალექსი კომნენოსი გადაექცა ტახტის კონკურენტად, რომლის გავლენამაც არმიის რიგებში საგრძნობლად იმატა. 1081 წელს ალექსიმ ნიკიფორე ბოტანიატე ტახტიდან ჩამოაგდო და იძულებით ბერად აღკვეცა მონასტერში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]