ნიკიფორე ჩეკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ნიკიფორე ჩეკინი (რუს. Никифор Чекин; XVIII ს.) — რუსი გეოდეზისტი და მოგზაური. ჩრდილოეთ დიდი ექსპედიციის ლენა-ენისეის განყოფილების მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1735-1736 წლებში იმყოფებოდა ვასილი პრონჩიშევის ხელმძღვანელობის ქვეშ, 1736 წლის ზაფხულში აღწერა მდინარე ანაბარის ქვემო დინება. 1739 წლიდან მუშაობდა ხარიტონ ლაპტევის მეთაურობის ქვეშ. 1740 წლის გაზაფხულზე მარხილებით გადაკვეთა ტაიმირის ნახევარკუნძული, მ.შ. გაიარა ქვემო ხატანგიდან ტაიმირის ტბამდე მიმავალი გზა, შემდეგ მდინარე ტაიმირი, მის შესართავამდე.

ამ ნაოსნობის შემდეგ ჩეკინმა საბოლოოდ დაამტკიცა, რომ მდინარე ტაიმირი კარის ზღვაში ჩაედინება. ამ პერიოდში აწარმოა სანაპირო ხაზის აღწერა, სახელდობრ: დასავლეთ ნაპირიდან მდინარე ტაიმირის შესართავამდე აღწერა დაახლოებით 100 კმ.

1741 წელს აღწერა ტაიმირის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპირო მდინარე ხატანგის შესართავამდე პეტრეს კუნძულების განედამდე (ჩ.გ.75°35'). ნიკიფორე ჩეკინისა და ლაპტევების მოგზაურობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ახალი გზებისა და ადგილების გასაცნობათ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]