ნიკიფორე მამინაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარცხნივ დგას ნიკიფორე მამინაიშვილი

ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი (დ. 1870 — გ. 1922, თბილისი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, სოციალისტ-ფედერალისტების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ოზურგეთის მაზრაში. დაასრულა პეტერბუგრის სასულიერო აკადემია 1895 წელს. მსახურობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორის თანაშემწედ. შემდეგ მუშაობდა ზედამხედველის თანაშემწედ თელავის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ გახდა თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიის დირექტორი. აქ ის მოღვაწეობდა მეუღლესთან, პელაგია მამინაიშვილთან ერთად. მათი აღზრდილები იყვნენ: ელენე ახვლედიანი, ლილი ღოღობერიძე (ლანა ღოღობერიძის მამიდა), ხახე ანდრონიკაშვილი, თამარ მამულაიშვილი. თელავში მათ ოჯახს ხშირად სტუმრობდა აკაკი წერეთელი.

ერთი პერიოდი იჯარით მართავდა ვერის ხიდს თბილისში.[1] 1917 წელს ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის I კრებას. 1918 წელს გადაიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში ინსპექტორად დეკანოზ კორნელი კეკელიძის რექტორობის დროს. სიცოცხლის ბოლო წლებში იყო თბილისსი 22-ე (39-ე) სკოლის გამგე. გარდაიცვალა ფილტვების ანთებით. დაკრძალეს 28 მარტს, ვერის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თალაკვაძე, ნ. (2013). „მოქალაქე მღვდლის დღიურიდან“. თბილისი: ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, გვ. 219-220. ISBN 978-99940-28-77-1. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჭანიშვილი, რ., ალავიძე, ო., „გიორგი სალუქვაძე 100”, თბილისი: ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, 2014. — გვ. 16.