ნიკიფორე ვრიენიოსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკიფორე ბრიენი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიკიფორე ვრიენიოსი, ან ნიკიფორე ბრიენი (ბერძნ. Νικηφόρος Βρυέννιος; დ. ორესტიადა, ადრიანოპოლი, მაკედონიის თემი 1062 — გ. დაახლ. 1136) — ბიზანტიელი სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე. მოღვაწეობდა კომნენოსების ეპოქაში.

ალექსი I კომნენოსისგან მიიღო კეისრის წოდება. იყო ანა კომნენოსის ქმარი.

ავტორია ისტორიული ჩანაწერებისა, რომლებიც მოიცავენ 976–1087 წლებს, რომლებიც ამ პერიოდის ბიზანტიის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროებია. ქმრის სიკვდილის შემდეგ ანა კომნენოსსმა გააგრძელა მისი ჩანაწერები, რომელიც „ალექსიადას“ სახელით არის ცნობილი, მაგრამ ეს თხზულება ნიკიფორეს ჩანაწერების მხოლოდ ფორმალური გაგრძელებაა, იგი არსებითად განსხვავდება მათგან, როგორც მასალის გადმოცემის ფორმით, ასევე სტრუქტურით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • „ისტორიული ჩანაწერები“ (ნიკიფორე ბრიენი)
  • „ალექსიადა“ (ანა კომნენოსი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]