შინაარსზე გადასვლა

ნიკენიკე ვურობარავუ

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკენიკე ვურობარავუ
Nikenike Vurobaravu
ნიკენიკე ვურობარავუNikenike Vurobaravu
ვურობარავუ 2022 წელს
ვანუატუს მე-10 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
23 ივლისი 2022 – დღემდე
პრემიერ-მინისტრი  ბობ ლაფმანი
ისმაელ კალსაკაუ
სატო კილმანი
შარლოტ სალვაი
ჯოთამ ნაპატი
წინამორბედიტალის ობედ მოსესი
სეულე სიმეონი (მ/შ)

ფიჯიში ვანუატუს უმაღლესი კომისარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი 2017 – 23 ივლისი 2022
მემკვიდრევირანრია ბრაუნი

ფიჯიში ვანუატუს უმაღლესი კომისარი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2014 – 2015

დაბადებული3 დეკემბერი 1951
ახალი ჰებრიდები (ამჟამად ვანუატუ)
პოლიტიკური პარტიავანუა'აკუ პატი
მეუღლერიმა ვურობარავუ
შვილები4
განათლებასამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტი (BA)
ვესტმინსტერის უნივერსიტეტი (MA)

ნიკენიკე ვურობარავუ (დ. 3 დეკემბერი, 1951 წ.)[1][2][3] — ნი-ვანუატუელი დიპლომატი და პოლიტიკოსი, რომელიც 2022 წლის 23 ივლისიდან იკავებს ვანუატუს პრეზიდენტის თანამდებობას. მანამდე ის მუშაობდა მრავალ დიპლომატიურ და სამთავრობო პოზიციაზე, მათ შორის იყო ფიჯიში ვანუატუს პირველი რეზიდენტი უმაღლესი კომისარი. ვურობარავუ პრეზიდენტად აირჩიეს 2022 წლის ვანუატუს საპრეზიდენტო არჩევნებში, 2022 წლის ივლისში გამართული კენჭისყრის მერვე რაუნდის შედეგად.[4][5] ის არის ვანუა'აკუ პარტიის (VP) წევრი.[6][7]

ვურობარავუ დაქორწინებულია რიმა ვურობარავუზე, რომელიც კუნძულ მალოდან, სანმის პროვინციიდან არის; მათ ოთხი შვილი ჰყავთ.[8][9][10]

მან 1977 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი სამხრეთ წყნარი ოკეანის უნივერსიტეტში (USP), ფიჯიში.[10] ვურობარავუმ ასევე მოიპოვა მაგისტრის ხარისხი დიპლომატიურ კვლევებში ვესტმინსტერის უნივერსიტეტში გაერთიანებულ სამეფოში 1993 წელს.[9][11] ვესტმინსტერის უნივერსიტეტში სწავლისას ის სპეციალიზდებოდა განვითარების თანამშრომლობაში, საგარეო პოლიტიკის ანალიზსა და დიპლომატიური მისიების მართვაში.[9]

ვურობარავუ იყო ვანუატუს „კომპლექსური რეფორმების პროგრამის“ კოორდინატორი აზიის განვითარების ბანკისთვის.[11] ასევე, 2008–2010 წლებში ის მუშაობდა პოლიტიკური მრჩევლის პოზიციაზე ვანუატუს პრემიერ-მინისტრის ოფისში.[11]

2014 წლის თებერვალში ვურობარავუ დაინიშნა ვანუატუს უმაღლეს კომისრად ფიჯიში და ამით გახდა ქვეყნის პირველი რეზიდენტი უმაღლესი კომისარი, რომელიც ისტორიულად პირველად განთავსდა სუვაში.[6][7][11][12] თუმცა, მაშინდელმა ხელისუფლებამ იგი ვანუატუში უკან გაიწვია 2015 წელს.[12][13] 2017 წლის 12 ოქტომბერს პრეზიდენტმა თალის ობედ მოსესმა ვურობარავუ მეორედ დანიშნა ფიჯიში უმაღლეს კომისრად.[13] ვურობარავუმ თავისი რწმუნებათა სიგელები ფიჯის პრეზიდენტს, ჯიოჯი კონროტეს, გადასცა 2017 წლის 14 ნოემბერს.[13]

პრეზიდენტობა (2022–დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის ვანუატუს საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის მერვე ტურზე პარლამენტმა ვურობარავუ ქვეყნის მე-12-ე პრეზიდენტად აირჩია; მან 58-დან 47 საარჩევნო ხმა მიიღო. წინა შვიდ ტურში არცერთ კანდიდატს ხმათა უმრავლესობა არ მოუპოვებია; თუმცა ვურობარავუმ მოლაპარაკება აწარმოა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, შარლოტ სალვაის, კოალიციური პარტიის ცხრა წევრთან, რომლებმაც მისი მხარდაჭერა იკისრეს, რამაც ვურობარავუს პრეზიდენტობის მოპოვების შესაძლებლობა მისცა.[6]

2022 წლის 18 აგვისტოს ვურობარავუმ, პრემიერ-მინისტრ ბობ ლაფმანის მოთხოვნით, საპარლამენტო ვადის შუაში პარლამენტი დაითხოვა; ლაფმანმა დაშლის რეკომენდაცია იმისათვის გასცა, რომ თავიდან აეცილებინა მის მიმართ უნდობლობის კენჭისყრა.[14] ამ ნაბიჯმა ოპოზიციის კრიტიკა გამოიწვია, ხოლო ოპოზიციის ლიდერმა, რალფ რეგენვანუმ, განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტის დაშლას სასამართლოში გაასაჩივრებდნენ.[15] ამის შემდეგ ჩატარდა ვადამდელი საერთო არჩევნები.[16]

  1. ↑ Profile of Nikenike Vurobaravu
  2. ↑ Index V.
  3. ↑ Nikenike Vurobaravu elected Vanuatu's new president en (26 July 2022). ციტირების თარიღი: 2022-08-10
  4. ↑ „After eight rounds of voting, Vanuatu elects new president“. Radio New Zealand. 23 July 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-24. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  5. ↑ „Vanuatu elects new president after eight rounds of voting“. Asia Pacific Report (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  6. 1 2 3 „Two former Vanuatu politicians made diplomats“. Radio New Zealand. 5 February 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-24. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  7. 1 2 Joshua, Jane (4 July 2015). „Ambassador to China recalled“. Vanuatu Daily Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-06. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  8. ↑ Tabi, Sabrina (2024-03-08). „Vanuatu’s First Lady shares diplomatic leadership journey and future plans“. Vanuatu Daily Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-07-28. ციტირების თარიღი: 2025-09-27.
  9. 1 2 3 „New High Commissioner of Vanuatu presented his credentials to Fiji's President“. Vila Times. 17 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-30. ციტირების თარიღი: 2022-07-23.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
  10. 1 2 „Alumnus Gives Back to Home Country“ (PDF). University of the South Pacific. 10 October 2018. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 2022-07-23. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  11. 1 2 3 4 „Fijian President Receives New Diplomatic Envoys“. Government of Fiji. 4 March 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-23. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  12. 1 2 Willie, Glenda (14 October 2017). „Head of State commissions Vurobaravu as High Commissioner of Vanuatu“. Vanuatu Daily Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-02. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  13. 1 2 3 „High Commissioner, H.E. Mr. Vurobaravu, Presents His Credentials To The President of Fiji, H.E. Mr. Konrote“. Vanuatu High Commission to Fiji. 14 November 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-30. ციტირების თარიღი: 2022-07-23.
  14. ↑ Hawkins, Koroi (19 August 2022). „Vanuatu president dissolves parliament“. RNZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 August 2022. ციტირების თარიღი: 19 August 2022.
  15. ↑ Hawkins, Koroi (19 August 2022). „Vanuatu president dissolves parliament“. RNZ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 August 2022. ციტირების თარიღი: 19 August 2022.
  16. ↑ Vanuatu parliament dissolved as power struggle heads to court en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-08-25. ციტირების თარიღი: 2022-08-25
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
სეოულ სიმეონი
მოვალეობის შემსრულებელი
ვანუატუს პრეზიდენტი
2022–დღემდე
შემდეგი:
—