ნიკა-ტერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნიკა ტერა)
Jump to navigation Jump to search

საზღვაო სპეციალიზირებული პორტი ნიკა-ტერა მდებარეობს მდინარე სამხრეთ ბუგის მარცხენა ნაპირზე, ზღვის შესართავიდან 38 მილის დაშორებით. ქალაქ ნიკოლაევის ჟოვტნევის რაიონში (ოქტომბრის რაიონი). ის არის უკრაინაში ერთადერთი კერძო საზღვაო პორტი, რომლის ანალოგი არ არსებობს. პორტი აწარმოებს სხვა და სხვა მომსახურებას ტვირთების გადაზიდვებში: სატრანსპორტო-საექსპედიციო, სასაწყობო ოპერაციები, პორტში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესი მიმდინარეობს სამ ტერმინალზე, სპეციალიზაციით: *გენერალური ტვირთების ტერმინალი; *სასუქების ტერმინალი; *ხორბლეულის ტერმინალი.

ბოლო წლებში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო ამ პორტის დამაარსებელი და მფლობელი დენკოვიჩი 2011 წლის ბოლოს იძულებული იქნა მიეყიდა პორტი ახალი მფლობელისათვის ბატონ ფირტაშისათვის, რომლის მიმართ ახლანდელი ხელისუფლება ლოიალურ დამოკიდებულებაშია.

პორტის სპეციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტი ნიკა-ტერას პანორამა

პორტი სპეციალიზებულია შემდეგი ტვირთების გადასაზიდად:

ტექნიკური მაჩვენებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორტში ერთდროულად შეიძლება ორი 40 000 ტონიანი ტვირთამწეობის გემის და ერთი 20 000 ტონიანი გემის მომსახურება, სიგრძით 215 მ, სიღრმე სრული დატვირთვის დროს 10.3 მ. რკინიგზა, საავტომობილო გზები და ზღვა პორტს აკავშირებს მსოფლიოს სატრანსპორტო ქსელს. პორტში არის ვაგონების დასაცლელი ორი სადგური.დღეღამეში ისინი 200 ვაგონს ამუშავებენ. ავტომობილების დაცლის პუნქტი ერთ საათში 20 მანქანას ამუშავებს.

  • საწყობიდან სასუქების გადატვირთვა გემებზე ხდება 7000 ტ/24ს.
  • ხორბლეულის გადატვირთვის სიჩქარეა 10000 ტ/24ს.

პორტში არის 5 ნავმისადგომი საერთო სიგრძით - 1045 მ.

სპეციალიზირებული პორტი "ნიკა-ტერა"-ს გეგმა
ნავმისადგომები
ნავმისადგომის # სიგრძე სიღრმე
მეტრი მეტრი
0 220 12,5
1 100 11,5
2 233 11,5
3 247 12,5
4 245 12,5
  • ნავმისადგომი № 1 და № 2 გამოიყენება ნაყარი სასუქების გადასატვირთად.
  • ნავმ. № 3 გენერალური ტვირთების გადასატვირთად.
  • ნავმ. № 0 და № 4 შეუძლია მიიღოს გემები რომელთა დედვეიტი 70000 ტ. ხორბლეულის გადასატვირთად.

პორტის ტერიტორიაზე 4 საწყობია 135000 ტ. ტევადობის და ასევე ღია 52 000 კვ.მ. სასაწყობო ფართი მინერალური სასუქებისათვის.ხორბლეულის ტერმინალის ტერიტორიაზე მდებარეობს იატაკიანსაწყობი საცავი ხორბლეულისათვის 40000 ტ. ტევადობის და ელევატორი 100000 ტ. მოცულობის. პორტს წელიწადში შეუძლია 4000000 ტ. გადამუშავება 2006 წ. ტვირთბრუნვა იყო 2500000 ტ. პორტის წყლის ფონდის ფართობი (საოპერაციო აკვატორია და მისასვლელი არხი) შეადგენს 536485 კვ. მ. პორტის სახმელეთო ნაწილის ფართობი შეადგენს 422718 კვ. მ.