ნიკა ტაბატაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკა ტაბატაძე (დ. 1975 წლის 26 მაისს, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი.

1997 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

იყო ტელე-კომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი. 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ეს პოსტი 2006 წელს დატოვა, შემდეგ კერძო ბიზნესში გადავიდა. არის „სს ჯორჯიან რეზორტს გუდაურისა“ და „შპს Unimex Power System Georgia“-ს დირექტორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი“. – თბ., 1998-1999. - გვ. 306