ნიკა ეგაძე
|
| |||||||||||||||
| პირადი ინფორმაცია | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| დაბ. სახელი | ნიკა ეგაძე | ||||||||||||||
| ეროვნება | ქართველი | ||||||||||||||
| დაბ. თარიღი | 2 აპრილი, 2002 | ||||||||||||||
| დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო | ||||||||||||||
| სიმაღლე | 179 სმ | ||||||||||||||
| სპორტი | |||||||||||||||
| ქვეყანა |
| ||||||||||||||
| სპორტი | ფიგურული ციგურაობა | ||||||||||||||
| მწვრთნელი |
ეთერი თუთბერიძე დანილ გლეიხენგაუზი სერგეი დუდაკოვი | ||||||||||||||
| |||||||||||||||
ნიკა ეგაძე (დ. 2 აპრილი, 2002, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფიგურული მოციგურავე. 2026 წლის ევროპის ჩემპიონი.[1] 2025 წლის საფრანგეთის გრან-პრის ბრინჯაოს მედალოსანი. ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის ჩელენჯერის სერიის სამგზის ოქროს მედალოსანი. ახალგაზრდულ დონეზე, 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი და 2020 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური განყოფილების მონაწილე.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიკა ეგაძე 2002 წლის 2 აპრილს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიბადა.[2] მისი მამა იუველირი, ხოლო დედა მათემატიკოსია. მას ასევე ჰყავს უმცროსი ძმა.[3]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგაძემ სრიალი 2011 წელს, ცხრა წლის ასაკში დაიწყო. მისი პირველი ფიგურული ციგურაობის მწვრთნელი მარინა ჯაიანი იყო.[3][4]
2016-17 წლების სეზონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეგაძის დებიუტი, ლეა ჩოფიკაშვილის მწვრთნელობით, ბათუმში გამართულ 2016-17 წლების ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციის ახალგაზრდულ გრან-პრიზე შედგა. 2016 წლის საფრანგეთის ახალგაზრდულ გრან-პრიზე გამოსვლა მე-14 ადგილზე დაასრულა. შემდგომში მან 2016 წლის Ice Star-ზე ბრინჯაო, ხოლო 2016 წლის სანტა-კლაუსის თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.[5]
მომდევნო სეზონიდან ეგაძე რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გადავიდა და ეთერი თუთბერიძესთან და სერგეი დუდაკოვთან დაიწყო ვარჯიში.[6]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკა ეგაძე ციგურაობის საერთაშორისო კავშირის გვერდზე
- ნიკა ეგაძე SkatingScores.com-ზე
- ნიკა ეგაძე Instagram-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1tv.ge. (17 იანვარი, 2026) ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონია.
- ↑ Nika EGADZE: 2023/2024. ციგურაობის საერთაშორისო კავშირი.
- ↑ 3.0 3.1 ნიკა ეგაძე: მიზანს არ უნდა უღალატო, თუნდაც გეგონოს, რომ ეს დასასრულია. Aversi. ციტირების თარიღი: 29 May 2025
- ↑ Nika EGADZE: 2016/2017. ციგურაობის საერთაშორისო კავშირი.
- ↑ GEO–Nika Egadze.
- ↑ Nika EGADZE: 2017/2018. ციგურაობის საერთაშორისო კავშირი.