ნიკა გელაშვილი
ნიკოლოზ იოსების ძე გელაშვილი (დ. 4 იანვარი, 1973, თბილისი — გ. 26 აპრილი, 2009, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, სცენარის ავტორი, ოპერატორი.
1996 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის ფაკულტეტი. 2000–2005 წლიდან სწავლობდა — საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სანახაობითი ტელედადგმის რეჟისორის სპეციალობით. 2002 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხტვრული ფილმი ბოლო დღე. 2003 წელს მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „უძილობა“. 2004–2006 წლებში დაამთავრა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი სარეჟისორო კურსები, კინო რეჟისორის სპეციალობით. 2006 წელს გადაიღო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დედა“.
2009 წლის 26 აპრილს ტრაგიკულად გარდაიცვალა სატელევიზიო შოუ „ვარსკვლავების აკადემიის“ შენობის ჩამონგრევისას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკა გელაშვილი დაარქივებული 2016-04-19 საიტზე Wayback Machine.