შინაარსზე გადასვლა

ნიკარაგუის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიკარაგუა

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა:
ნიკარაგუის
პოლიტიკა და მთავრობა



სხვა ქვეყნები · ატლასი
 პოლიტიკის პორტალი

ნიკარაგუა ახორციელებს დამოუკიდებელ საგარეო ურთიერთობებს. ცენტრალური ამერიკის მშვიდობის კომისიის წევრი ქვეყანა იღებს მნიშვნელოვან მონაწილეობას რეგიონის დემილიტარიზაციისა და მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის.

ნიკარაგუას აქვს ტერიტორიული უთანხმოება სამ სახელმწიფოსთან, კოსტა-რიკასთან, ჰონდურასთან და კოლუმბიასთან, საერთაშორისო სასამართლოს რეზოლუციის გამო.

1994 წელს ნიკარაგუა შეუერთდა ცენტრალური ამერიკის ექვს ქვეყანას და ხელი მოაწერა ალიანსზე თანამშრომლობის განვითარებისთვის, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის თანამშრომლობასა და ერთობლივ ძალისხმევას.

ნიკარაგუა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა ორგანიზაციების წევრი:

საერთაშორისო კამათი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუას ტერიტორიული უთანხმოება აქვს კოლუმბიასთან სან ანდრესა და პროვიდენსიის არქიპელაგისა და ქუიტა სუენიო ბანკის გამო, რომლებიც მდებარეობენ კარიბის ზღვაში. ასევე საკამათოა საზღვაო საზღვარი ფონსეკას ყურეში. 1900 წლისთვის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვით შეიქმნა ჰონდურას-ნიკარაგუის შერეული სასაზღვრო კომისია. საერთაშორისო სასამართლომ ურჩია მათ შეექმნათ სამნაწილიანი რეზოლუცია სალვადორსა და ჰონდურასს შორის, რომელსაც შესაძლოა ნიკარაგუაც შეერთებოდა. ნიკარაგუას ასევე აქვს საკამათო საზღვარი ჰონდურასთან კარიბის ზღვაში. რიო სან ხუანზე ვრცელდება ნიკარაგუის სუვერენიტეტი, თუმცა კოსტა-რიკას ხელშეკრულების საფუძველზე ჰქონდა უფლება მდინარე გამოეყენებინა მიმოსვლისთვის. კოსტა-რიკა კი შეეცადა გამოეყენებინა მდინარე თავისი შეიარაღებული ძალების გადასაადგილებლად, რაც გახდა მიზეზი ნიკრაგუასა და კოსტა-რიკას შორის უთანხმოებისა.

ორმხრივი ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუამ 2008 წლის 5 სექტემბერას სცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

2008 წლის ნოემბერში გამართულ კონფერენციაზე, ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა: "ზუსტადაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება[აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება] იყო რიგიანი და დროული. მათ [სახელმწიფოებს] უნდა მიეცეთ დრო ჩამოსაყალიბებლად. ცხადია, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს მეგობრებს, მაგალითად რუსეთს, რათა დავამყაროთ მათთან ახლო დიპლომატიური ურთიერთობები.

ცენტრალური ამერიკის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარიმართა ტერიტორიული კონფლიქტის ფონზე, კარიბის ზღვაში მდებარე სან ანდრეასისა და პროვიდენსიის არქიპელაგის გამო. ისინი მდებარეობენ ნიკარაგუის სანაპირო ზოლთან ახლოს. საზღვაო საზღვარ მოიცავს 150, 000 კმ² და აერთიანებს სან ანდრეს, კატალინა, პროვიდენსიას კუნძულებს და რონკადორის, სერანას, სერანილასა და კიტასუენიოს კუნძულების სანაპიროებს. არქიპელაგები 1931 წლიდან არიან კოლუმბიის შემადგენლობაში. მას შემდეგ, რაც აშშ-მ განახორციელა ნიკარაგუის ოკუპაცია კუნძულები სამართავად კოლუმბიას გადაეცა.

ფინეთს, რომელიც ნიკარაგუას მნიშვნელოვან ფიანანსურ დახმარებას უწევს, საელჩო აქვს მანაგუაში. 2007 წელს ფინეთის გაცემული ფულადი დახმარების საერთო რაოდენობამ 14.5 მილიონ ევროს გადააჭარბა. თანამშრომლობა მოიცავს სოფლის მეურნეობის განვითარების, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა და ადგილობრივი მმართველობების განვითარებისთვის ზრუნვას. 1992 წელს ფინეთის მთავრობამ გამოაცხადა $27.4 მილიონის ოდენობის დახმარების პროგრამა. 2006 წელს ფინეთმა ნიკარაგუას გადასცა 4.9 მილლიონი ევრო 20 საქალაქო საბჭოს ITC სისტემით აღსაჭურვად. 2008 წელს ფინეთამა უკან წაიღო 1.95 მილიონის ოდენობის ფულადი დახმარება, რადგან ა ნიკარაგუის ეროვნულ ბიუჯეტსა და საქალაქო არჩევნებს გამჭვირვალეობა აკლდა.

2004 წელს ნიკარგუაში ჩავიდა ფინეთის პრეზიდენტი ტარია ჰოლონენი. სადაც მან თქვა: "ფინეთის მთავრობამ და პარლამენტმა გადაწყვიტეს, რომ ნიკარაგუა არის მთავარი სამიზნე ფინური დახმარებებისა. ჩემმა სტუმრობამ აჩვენა, რომ ფინეთი მხოლოდ ფულის გამცემი არ არის - ის ასევე დაინტერესებულია იმით, თუ რა ხდება აქ." ფინეთის პრეზიდენტმა სიტყვა წარმოთქვა ნიკარაგუის ეროვნულ ასამბლეაში 2004 წლის 31 მაისს.

ნიკარაგუამ და რუსეთმა დიპლომატიური ურთიერთობები დაიწყეს 1979 წლის 18 ოქტომბრიდან, სანდინისტას რევოლუციის შემდეგ. რუსეთს აქვს საელჩო მანაგუაში. ნიკარაგუის საელჩო კი მოსკოვში მდებარეობს.

ნიკარაგუამ სამხრეთ ოსეთი 2008 წლის 5 წექტემბერს სცნო. აღიარების შემდეგ ნიკარაგუის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მზად არიან დაახლოვონ ურთიერთობები ცხინვალთან და დანიშნონ ნიკარაგუის ელჩი სამხრეთ ოსეთში.

2008 წლის დეკემბერში რუსეთში სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობისას ნიკარაგუის პრეზიდენტმა სურვილი გამოთქვა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეტში სტუმრობისა და დაამატა, სოლიდარობას უცხადებდა ორი ქვეყნის მოსახლეობას.

ნიკარაგუის მიერ სამხრეთ ოსეთის აღიარებამ გამოიწვია დაუყოვნებელი რეაქცია ამ კონფლიქტში ჩართული სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ამის საპასუხოდ საქართველომ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ცენტრალური ამერიკის ამ სახელმწიფოსთან. რუსეთმა კი შესთავაზა ნიკარაგუას გაეღრმავებინათ თავიანთი ურთიერთობები და ამის ნიშნად გადაურიცხა დახმარება ქარიშხლით გამოწვეული დაზიანებების აღსადგენად. შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრმა გადადო ნიკარაგუაში დაგეგმილი ვიზიტი. აშშ-ს ელჩმა მანაგუაში, განაცხადა: "ეს არ არის სტუმრობისთვის შესაფერისი დრო."

აშშ მხარს უჭერს ნიკარაგუის დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც დაიწყო პრეზიდენტ ჩამოროს პრეზიდენტობისას. შეერთებული შტატები მოუწოდებს ნიაკარგუელებს ურთიერთშეთანხმებისა და დიალოგის დახმარებით მოაგვარონ პოლიტიკური დაპირისპირებები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]