ნიკარაგუის მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკარაგუის სახელმწიფო წყობილების ფორმაა ხელისუფლების კონსტიტუციური დემოკრატია, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო და საარჩევნო განშტოებებით. ნიკარაგუის პრეზიდენტი არის როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას, ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება ეროვნული ასამბლეის პრეროგატივაა. სასამართლო და საარჩევნო სისტემა კი თავისუფალია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. უზენაესი სასამრთლოსა და უმაღლესი საარჩევნო საბჭოს წარმომადგენლები ინიშნებიან პრეზიდენტის შერჩევიტა და ეროვნული ასამბლეის დამტკიცებით.

აღმასრულებელი ხელიუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკარაგუის დღევანდელ აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი დანიელ ორტეგა და ვიცე-პრეზიდენტი ხაიმე მორალეს კარასო. მინისტრებს, სამთავრობო სააგენტოების დირექტორებსა და ავტონომიის უფლებით აღჭურვილ პირებს ირჩევს პრეზიდენტი და ამტკიცებს ეროვნული ასამბლეა.

საკანონმდებლო ხელისუფლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის ეროვნული ასამბლეას. იგი არის ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც შედგება 92 დეპუტატისგან. ამათგან 90 კომპლექტდება პირდაპირი არჩვენებითა და პროპორციული სისტემის საფუძველზე (20 ეროვნული და 70- ნიკარაგუის დეპარტამენტებისა და ავტონომიური რეგიონების წარმომადგენლები). დარჩენილი ორი კანდიდატი კი არ ირჩევა – ერთს ნიშნავს პრეზიდენტი, მეორეს კი არჩევნებში დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა ხმათა რაოდენობით. ეროვნულ ასამბლეას ირჩევენ ხუთი წლის ვადით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]