ნიკანდრა
| ნიკანდრა | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ფიზალისისებრი ნიკანდრა (Nicandra physaloides) | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Nicandra (Adans., 1763) | ||||||||||||
| ||||||||||||
ნიკანდრა (ლათ. Nicandra) — ერთწლოვანი ბალახების გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. სახელი ეწოდება ძველი ბერძენი პოეტის, ნიკანდროსის მიხედვით, რომელიც მცენარეების შესახებ წერდა.[1]
ცნობილია 3 სახეობა.[2] 2007 წლამდე აღწერილი იყო მხოლოდ 1 სახეობა: ფიზალისისებრი ნიკანდრა (N. physaloides). ღერო 30–100 სმ სიმაღლისაა, წიბოვანი, დატოტვილი; ფოთლები მორიგეობით განლაგებული, ამოკვეთილ-დაკბილული ან დანაკვთული. ყვავილები მსხვილი, მარტოული, თავდახრილი; ყვავილსაფარი 5-ნაკვთიანი, ჯამი 5 ფრთისებრი წიბოთი, გვირგვინის მილი თეთრია, გადანაღუნი კი იისფერი ან მოლურჯო. ნაყოფი სფეროსებრი, თითქმის მშრალი კენკრაა, მოთავსებული ძლიერ გაზრდილ (3,5 სმ-მდე დიამეტრის) ჯამში, რომელიც მწვანედან მუქ იისფრამდე შეფერილობისაა.[3]
ნიკანდრა იზრდება სამხრეთ ამერიკაში (ჩრდილო-აღმოსავლეთი არგენტინა, ბოლივია, ჩილე, პერუ). ცხოველებს აჭმევენ სილოსის სახით. მცენარის მწვანე ნაწილები შეიცავს ფიზალინის ტიპის გლიკოზიდს; თესლებში ნახევრად შრობადი ზეთია. მრავალ ქვეყანაში მოშენებულია, როგორც დეკორატიულ მცენარე; ადვილად ველურდება. ბაღჩების, ვენახებისა და ბოსტნების სარეველაა.
სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცნობილია 3 სახეობა:[2]
- Nicandra john-tyleriana S.Leiva & Pereyra, 2007
- Nicandra physalodes (L.) Gaertn., 1763
- Nicandra yacheriana S.Leiva, 2010
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Nee, Michael (1993), "Nicandra", Jepson Manual, http://ucjeps.berkeley.edu/cgi-bin/get_JM_treatment.pl?7625,7652,7653. წაკითხვის თარიღი: 2019-03-28
- 1 2 Nicandra Adans. en. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 2 იანვარი, 2025
- ↑ Никандра // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 17 — М., 1974. — стр. 604.