ნიზამი განჯევის ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძეგლი ბაქოში

ნიზამი განჯევი — სპარსული პოეზიის კლასიკოსი, რომელიც ქალაქ განჯაში დაიბადა. პოეტის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მისი ძეგლებია დადგმული.

აზერბაიჯანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი განჯაში (1946) — განჯაში ნიზამი განჯევის პირველი ძეგლი დამონტაჟდა 1946 წელს. ძეგლის არქიტექტორები იყვნენ სადიჰ დადაშევი და მიქაელ უსეინოვი, სკულპტორი - აზერბაიჯანის სსრ სახალხო არტისტი ფუად აბდურახმანოვი. 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ძეგლი დარესტავრირდა.

ძეგლი ბაქოში (1949)1949 წლის აპრილში ისევ სადიჰ დადაშევისა და მიქაელ უსეინოვის არქიტექტორობით ბაქოში პოეტის ძეგლი დადგეს. ძეგლი წარმოადგენს 6 მეტრი სიგრძის სტატუას, რომელიც განლაგებულია 9 მეტრის სიგრძის კვარცხლბეკზე[1].

ძეგლი განჯაში (2012) — 2012 წლის 21 იანვარს,  განჯევის მეორე ძეგლის გახსნა განჯაში მემორიალურ კომპლექს „ხამსეში“ გაიმართა[2].

რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი მოსკოვში — მონუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის საელჩოს შენობასთან მდებარეობს. იგი 1991 წელს გაიხსნა. ძეგლის მოქანდაკე ძმები ზეინალოვები, ხოლო არქიტექტორები კი ასკეროვი და ალიევი არიან[3].

ძეგლი სანკტ-პეტერბურგში — ძეგლი გაიხსნა 2002 წლის 9 ივნისს აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. გიორიუშ ბაბაევის სკულპტურა აზერბაიჯანის მხრიდან იყო საჩუქარი ქალაქის 300 წლისადმი[4].

ძეგლი დერბენტში — ძეგლი1992 წელს ნიზამი განჯევის პარკში დაიდგა. 2015 და 2017 წლებში ძეგლი უცნობი პირების მიერ დაზიანდა, რის შემდეგაც ძეგლისა და პარკის აღდგენა მოხდა[5].

ძეგლი ჩებოქსარში2004 წლის თებერვალში დამონტაჟებული ძეგლი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი მოქანდაკე ცნობილი აზერბაიჯანელი სკულპტორი ომარ ელდაროვია[6].

იტალია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი რომშირომში, ნიზამი განჯავის ძეგლი დამონტაჟდა პოეტის 870 წლის დაბადების დღეს. ამის განკარგულება გასცა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. ძეგლი მდებარეობს ვილა ბორგეს პარკში. პროექტის ავტორები იყვნენ აზერბაიჯანელი მხატვრები ალჰაბ მამედოვი და ალი იბადულაევი. 2012 წლის 20 აპრილს შედგა ძეგლის გახსნა[7].

ჩინეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი პეკინში — განჯევის ძეგლი პეკინში მდებარეობს ჩაოიანის პარკში. ძეგლის ავტორია ჩინელი მხატვარი იუან სიკუნი. ძეგლი დადგეს ჩინურ-აზერბაიჯანული ურთიერთობების 20 წლისთავის პატივსაცემად[8].

მექსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი აკაპულკოში — ძეგლს საფუძველი ჩაეყარა 2011 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების დროს[9].

მოლდოვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი კიშინიოვში — ძეგლი მდებარეობს მოლდოვის დედაქალაქში, კიშინიოვში, ნიზამი განჯევის სახელობის პარკში. ძეგლი 2005 წელს გაიხსნა, ხოლო 2012 წლის 12 ნოემბერს მოლდოვაში აზერბაიჯანის კულტურის დღეების ფარგლებში დარესტავრირდა, როგორც ძეგლი, ასევე პარკი. მოქანდაკე იყო აკიფ ასკეროვი, ხოლო არქიტექტორი მოლდოველი და საბჭოთა არქიტექტორი სემიონ შოიხეტი[10].

უზბეკეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძეგლი ტაშკენტშიტაშკენტში ძეგლი ბაბურის პარკშია დამონტაჟებული. ძეგლის სკულპტორი ილჰამ ჯაბაროვია. ძეგლის გახსნა 2004 წლის 23 მარტს შედგა, რომლის ცერემონიალზე აზერბაიჯანისა და უზბეკეთის პრეზიდენტები იღებდნენ მონაწილეობას[11].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]