შინაარსზე გადასვლა

ნივრის კვანძები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნივრის კვანძები

ნივრის კვანძებინივრიანი პურის სახეობა, რომელიც ძირითადად ნიუ-იორკისა და მიმდებარე რეგიონების პიცერიებში გვხვდება. ისინი 1940-იან წლებში ბრუკლინში შეიქმნა. ბევრი პიცერია აცხადებს, რომ ისინი ამ პროდუქტის გამომგონებლები არიან.[1][2]

ვინაიდან ნივრის კვანძები ზედმეტი პროდუქტის გამოყენების გზაა, ეს კერძი, როგორც წესი, პიცერიის მენიუში ყველაზე იაფი პროდუქტია და ხშირად დიდი შეკვეთების შემთხვევაში უფასოდ ურიგდება მომხმარებელს.

ნივრის კვანძები, როგორც წესი, პურის ცომისგან მზადდება. ცომს აბრტყელებენ და შემდეგ პატარა, მჭიდრო კვანძებად ჭრიან. ცხვება წინასწარ გახურებულ პიცის ღუმელში. გამომცხვარ კვანძებს ზეთის, პარმეზანის ყველის და დაჭყლეტილი ნივრის ნაზავს ამატებენ. ვარიაციები შეიძლება მოიცავდეს წვრილად დაჭრილ ოხრახუშს, გამხმარ ორეგანოს ან შავ პილპილს. მიტანის წინ ნივრის კვანძებს ათბობენ და შესაძლოა მარინარას სოუსითაც მიიტანონ სუფრასთან.[3]

  1. Delicious Homemade Pizza Start to Finish: Pizzas, Calzones, Pizza Rolls, and Garlic Knots. Tom Carroll, Ben Carroll. 117 pag. ASIN: B07XJGJHWS
  2. Where else but NYC, Amirite? The Obscure History and Origin of Garlic Knots 🤑🍞 (20 January 2018).
  3. Gourmet Italian: All-Time Favorite Recipes- 2012 - Gourmet Magazine- 192 pag. ISBN 0547843682, ISBN 978-0547843681