შინაარსზე გადასვლა

ნივოლუმაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნივოლუმაბი, რომელიც იყიდება სავაჭრო სახელით ოპდივო — კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტი იმუნური საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორების კლასიდან. იგი სელექტიურად უკავშირდება და ბლოკავს პროგრამირებული სიკვდილის-1 (PD-1) რეცეპტორს T უჯრედებზე, რითაც ხელს უწყობს მათ გააქტიურებას. იგი გამოიყენება კიბოს რამდენიმე ტიპის სამკურნალოდ.[1] ეს მოიცავს მელანომას, ფილტვის კიბოს, ავთვისებიან პლევრულ მეზოთელიომას, თირკმლის უჯრედოვან კარცინომას, ჰოჯკინის ლიმფომას, თავისა და კისრის კიბოს, უროთელიურ კარცინომას, მსხვილი ნაწლავის კიბოს, საყლაპავი მილის სკვამოზურ უჯრედოვან კარცინომას, ღვიძლის კიბოს, კუჭის კიბოს და საყლაპავი მილის ან გასტროეზოფაგური შეერთების კიბოს.[1][2][3][4][5] იგი ინიშნება ვენაში ინფუზიით.[2][3][1]

  1. 1 2 3 Nivolumab Monograph for Professionals. ციტირების თარიღი: 14 November 2019
  2. 1 2 Opdivo- nivolumab injection (17 December 2019). ციტირების თარიღი: 11 March 2020
  3. 1 2 Opdivo EPAR (30 January 2020). ციტირების თარიღი: 11 March 2020
  4. ↑ „FDA Approves First Immunotherapy for Initial Treatment of Gastric Cancer“. U.S. Food and Drug Administration (FDA) (პრეს-რელიზი). 16 April 2021. ციტირების თარიღი: 16 April 2021.
  5. ↑ FDA approves nivolumab for resected esophageal or GEJ cancer (20 May 2021). ციტირების თარიღი: 20 May 2021