ნივთიერებათა სახელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნივთიერებათა სახელები აერთიანებს ისეთ საგნებს, რომელთა დათვლა და ცალკე ერთეულებად წარმოდგენა შეუძლებელია. მაგალითად: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, შაქარი, ფქვილი, ბამბა, კირი, ქვანახშირი და სხვა.

გამომდინარე იქედან, რომ ნივთიერებათა სახელების დათვლა შეუძლებელია, ამიტომ ნივთიერებათა სახელს მსაზღვრელად შეიძლება ახლდეს წონისა თუ საწყაოს აღმნიშვნელი ისეთი სახელები როგორიცაა: გრამი, კილოგრამი, ფუთი, ტონა, ჭიქა, ბოთლი და სხვა. ასევე სიტყვებიც: ბევრი, ცოტა. მაგალითად: კილოგრამი შაქარი, ტონა ქვანახშირი, ბევრი მატყლი, ჭიქა წყალი და ასე შემდეგ.

ყველა ნივთიერებათა სახელი საზოგადო და კონკრეტულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკში შანიძე, ლეო კვაჭაძე, „ქართული ენა 5“, საქართველოს მაცნე, გვ. 77, თბ., 2014 წელი.