ნივა (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი გვერდი, № 17, 1891
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

„ნივა“ (რუს. «Ни́ва») — რუსული ყოველკვირეული ილუსტრირებული ლიტერატურულ-სამხატვრო და სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. გამოდიოდა სანქტ-პეტერბურგში 1870–1918 წლებში ადოლფ მარქსის გამომცემლობაში, გათვლილი იყო მასობრივ მკითხველზე. „ნივაში“ იბეჭდებოდა ა. ა. ბლოკის, პ. დ. ბობორიკინის, ი. ა. ბუნინის, ი. ა. გონჩაროვის, ნ. ს. ლესკოვის, დ. ნ. მამინ-სიბირიაკის, დ. ს. მერეჟკოვსკის, ვ. ი. ნემიროვიჩ-დანჩენკოს, ი. ნ. პოტაპენკოს, ლ. ნ. ტოლსტოის (1899 წელს — რომანი „აღდგომა“), ა. ა. ფეტის, ა. პ. ჩეხოვის და სხვათა ნაწარმოებები. ქვეყნდებოდა პუბლიკაციური ნარკვევები კულტურის მსხვილ მოღვაწეებზე, ბიბლიოგრაფიული ცნობები, სტატიები არქეოლოგიაზე, ბუნებისმცოდნეობაზე, გეოგრაფიაზე, პედაგოგიკაზე, სპორტსა და სხვ. 1891 წლიდან „ნივაზე“ უფასო დამატებების (დანართების) სახით გამოსცემდნენ მრავალი რუსი და საზღვარგარეთის ქვეყნის მწერლის ნაწარმოებებს, რაც უზრუნველყოფდა ჟურნალის ტირაჟსა და პოპულარობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Торопов А. Д. Систематический указатель литературного и художественного содержания журнала «Нива» за 30 лет (1870–1899). СПб., 1902;
  • он же. 1-е прибавление за 5 лет (1900–1904) к систематическому указателю литературного и художественного содержания журнала «Нива». СПб., 1906;
  • НИВА // Большая российская энциклопедия. т. 22. — М., 2013. — стр. 571.