ნიდერლანდების მონარქია
ნიდერლანდებში კონსტიტუციური მონარქიაა. სამეფოს სათავეშია მონარქი (ორანელ-ნაუსის დინასტიიდან). ეს დინასტია არსებობს XV საუკუნიდან. მისი პირველი წარმომადგენელი იყო მეფე ვილჰელმ I, ქვეყნის შტატჰალტერის ვაჟი.
ამჟამად ნიდერლანდების დედოფალია ბეატრიქსი. ნიდერლანდების კონსტუტუციის საფუძველზე, მონარქი სახელმწიფოს მეთაურია. იგი პარლამენტთან ერთად საკანონმდებლო ხელისუფლების, ხოლო სახელმწიფო საბჭოსთან და მთავრობასთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების სათავეშია. ოფიციალურად მისი უდიდებულესობა დედოფალი ნიშნავს მთავრობის მეთაურს, მინისტრებს, პროვინციის კომისრებსა და გენერალ-გუბერნატორებს. იგი ითხოვს და იწვევს პარლამენტს - გენერალურ შტაბებს. მონარქი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, აცხადებს ომს და დებს სამშვიდობო ხელშეკრულებებს. იმისათვის, რომ პარლამენტის მიღებულ ნებისმიერ კანონპროექტს კანონის ძალა ჰქონდეს, აუცილებელია დედოფლის თანხმობა. კონსტიტუციური უფლება-მოვალეობანი, რომლებიც მონარქს აქვს კანონის ძალით მინიჭებული, დღეისთვის ფორმალური ხასიათისაა, ქვეყნის მართვა-გამგებლობას კი ახორციელებს დემოკრატიული პრინციპების საფუძველზე არჩეული პარლამენტი და მთავრობა.
ნიდერლანდების მონარქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
- გ. ჭანტურია, ნ. მამალაძე, მ. ბლიაძე. მსოფლიო გეოგრაფია, XI კლასის სახელმძღვანელო, გვ. 30 – ქ. თბილისი, „საქართველოს მაცნე“, 2007.