ნიდაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიდაოს ადგილი ცხენებში

ნიდაო — ადგილი ოთხფეხა ცხოველის ხერხემალზე, ბეჭებს შორის. მრავალი სახეობისთვის სხეულის უმაღლესი წერტილი; ძაღლებისა და ცხენების სიმაღლის დადგენის სტანდარტული ადგილი (განსხვავებით მსხვილი რქოსანი პირუტყვისაგან, რომლის სიმაღლე, როგორც წესი ბარძაყის ზედა ნაწილიდან იზომება).

ცხენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცხენებს ნიდაო წარმოექმნებათ მე-3 და მე-11 ხერხემლის მალებს შორის (ცხენების უმრავლესობას 18 ხერხმლის მალა აქვს), რომელნიც უჩვეულოდ დაგრძელებულნი არიან სხეულის ამ ნაწილში. ცხენებში მალის გამონაზარდებს შეუძლიათ 30 სმ-ზე მეტი სიგრძის მიღწევა. იმის გამო, რონ ნიდაო არ მოძრაობს დედამიწის ზედაპირთან მიმართებაში (როგორც ცხენებში, ასევე ძაღლებშიც), ის გამოიყენება ცხენების სიმაღლის გასაზომად. ჩვეულებრივ ცხენების სიმაღლე ნებებით იზომება — ერთ ნებში 4 დიუმი (10,16 სმ) არის. ცხენებს შეუძლიათ არსებითად განსხვავებული სიმაღლის ქონა — მცირე პონიდან დიდ გამწევ ცხენებამდე. ჩვეულებრივ სუფთაჯიშიანი ცხენის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 16 ნებს (1,6 მ) უდრის, პონისთვის — 14,2 ნებს (1,44 მ).

ძაღლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძაღლების სიმაღლე ნიდაოში ხშირად იზომება იმისთვის, რათა სხვადასხცა სპორტულ შეჯიბრებებში ძაღლის ხტომის სიმაღლე დაადგინონ, აგრეთვე იმის დასადგენად თუ ვიზუალურად რამდენად შეესაბამება ძაღლი თავის ჯიშის სტანდარტულ მახასიათებლებს.

ძაღლების ნიდაო წარმოიქმენბა ხერხემლის მკერდის მალების პირველი ხუთი მალის მიერ. ეს ადგილი ზურგის ყველაზე მაღალი ადგილი უნდა იყოს მშვიდად მდგომი ძაღლისთვის[1].

სამედიცინო პრობლემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ მიდამოებში ლორწოვანი ჩანთების ანთება (ბურსიტი) ხშირად იწოდება, როგორც ნიდაოს ფისტულა (fistulous withers)[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კინოლოგიის ვებ-გვერდი (რუსული)
  2. Fistulous Withers and Poll Evil, Merck Veterinary Manual, Merck & Co., Inc., retrieved December 14, 2010.