ნიგმატილა იულდაშევი
| ნიგმატილა იულდაშევი Nig‘matilla Yo‘ldoshev[1] | |
| უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი | |
|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2 სექტემბერი, 2016 – 8 სექტემბერი, 2016 | |
| პრემიერ-მინისტრი | შავკათ მირზიიოევი |
| წინამორბედი | ისლამ ქარიმოვი |
| მემკვიდრე | შავკათ მირზიიოევი |
უზბეკეთის სენატის თავმჯდომარე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 22 იანვარი, 2015 – 20 ივნისი, 2019 | |
| პრეზიდენტი | ისლამ ქარიმოვი, შავკათ მირზიიოევი |
| წინამორბედი | ილგიზარ საბიროვი |
| მემკვიდრე | თანზილა ნარბაევა |
უზბეკეთის იუსტიციის მინისტრი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 21 ივნისი, 2011 – 26 იანვარი, 2015 | |
| პრეზიდენტი | ისლამ ქარიმოვი |
| წინამორბედი | რავშან მუხითდინოვი[3] |
| მემკვიდრე | მუზრაფ იკრამოვი[4] |
| დაბადებული | 5 ნოემბერი, 1962 ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ |
| მოქალაქეობა | |
| პოლიტიკური პარტია | უზბეკეთის დემოკრატიული პარტია |
| განათლება | უზბეკეთის ეროვნული უნივერსიტეტი |
| პროფესია | იურისტი |
ნიგმატილა იულდაშევი (უზბეკ. Nig‘matilla To‘lqinovich Yo‘ldoshev; დ. 5 ნოემბერი 1962, ტაშკენტი, უზბეკეთის სსრ) — უზბეკი სახელმწიფო მოღვაწე, უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2016 წლის 2 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით[5]. 2015 წლიდან 2019 წლამდე უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის (სენატის) თავმჯდომარე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიგმატილა იულდაშევი დაიბადა 1962 წლის 5 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში. დაამთავრა ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ალმალიკის პროკურატურის გამომძიელებლად (1987 — 1991); ტაშკენტის იუნუსაბადის რაიონის პროკურატურის გამომძიელებლად (1991 — 1993); ტაშკენტის პროკურატურის უფროს გამომძიელებლად (1993 — 1994); უზბეკეთის მთავარი პროკურატურის მართვის პროკურორად (1994 — 1999); მთავარი პროკურატურის მთავარი საგამოძიებო მართვის ნაწილის უფროსად (1999 — 2000); მთავარი პროკურატურის შიდა უსაფრთხოების ინსპექციის დირექტორად (2000 — 2003); პრეზიდენტის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში (2003 — 2006); მთავარი პროკურატურის საგადასახადო, სავალუტო დანაშაულის და დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზაციასთან ბრძოლის დეპარტამენტის უფროსად (2006 — 2008); მთავარი პროკურორის მოადგილედ (2008 — 2011).[6]
2011 წლის 21 ივნისს ნიგმატილა იულდაშევი უზბეკეთის იუსტიციის მინისტრად დაინიშნა,[7] რომელიც ეკავა 2015 წლის 26 იანვრამდე.[8] 2015 წლის 20 იანვარს უზბეკეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაინიშნა სენატორად,[9] ხოლო 2015 წლის 22 იანვარს ფარული კენჭისყრით აირჩიეს უზბეკეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარედ.[10]
2016 წლის 2 სექტემბერს პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის სიკვდილის შემდეგ, შეუდგა უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Юлдашев Н.Т. დაარქივებული 2021-05-15 საიტზე Wayback Machine. (უზბ.)
- Юлдашев Н.Т. დაარქივებული 2021-05-15 საიტზე Wayback Machine. (უზბ.)
- ↑ Министром юстиции стал Нигматилла Юлдашев
- ↑ Министр юстиции Республики Узбекистан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-17. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
- ↑ https://rg.ru/2016/09/02/putin-nazval-smert-karimova-tiazheloj-utratoj-dlia-naroda-uzbekistana.html
- ↑ Юлдашев Нигматилла Тулкинович. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-07-27. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
- ↑ Председателем Сената Олий Мажлиса избран Нигматилла Юлдашев. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-17. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
- ↑ Указ об освобождении от должности. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-07. ციტირების თარიღი: 2016-09-02.
- ↑ Senat a‘zolari დაარქივებული 2016-08-18 საიტზე Wayback Machine. (უზბ.)
- ↑ Cостоялось первое заседание Сената Олий Мажлиса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-09. ციტირების თარიღი: 2016-09-02.