ნია-გრუზინსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ნია-გრუზინსკაია
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ირკუტსკის ოლქი
რაიონი უსტ-კუტის რაიონი
კოორდინატები 56°33′11″ ჩ. გ. 106°48′24″ ა. გ. / 56.55306° ჩ. გ. 106.80667° ა. გ. / 56.55306; 106.80667
დაარსდა 1975
ცენტრის სიმაღლე 466 მეტრი
მოსახლეობა 1 259
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 39565
საფოსტო ინდექსი 666763
ოფიციალური საიტი http://niya.siteedit.su
ნია-გრუზინსკაია — რუსეთი
ნია-გრუზინსკაია

ნია-გრუზინსკაია (რუს. Ния-Грузинская) — დასახლება ირკუტსკის ოლქის უსტ-კუტის რაიონში, რუსეთის ფედერაცია. დაარსდა 1974 წელს, როგორც ბაიკალ-ამურის მაგისტრალის მუშათა დასახლება. დასახლება ააშენეს საქართველოს სსრ-ის წარმომადგენლებმა. რკინიგზის სადგური აღმოსავლეთ ციმბირის რკინიგზის ხაზზე. განვითარებულია ხე-ტყის მრეწველობა. ერთადერთი დასახლებული პუნქტი ნიის სასოფლო საბჭოში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე ნიის (ტაიურის შენაკადი, ლენის აუზი) მარცხენა სანაპიროზე, უსტ-კუტიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით პირდაპირი ხაზით 70 კილომეტრში (სარკინიგზო და საავტომობილო გზით დაახლოებით 100 კმ.) და ირკუტსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით პირდაპირი ხაზით 500 კმ-ში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნია-გრუზინსკაიას ისტორია იწყება მას შემდეგ, რაც 1975 წლის მარტში საქართველოს სსრ-დან, მომავალი დასახლების ადგილზე გაიგზავნა 70 კაციანი ეშალონი „საქბამმშენის“ მატარებლით. უმაღლესი კლასის მშენებლებს „საქბამმშენის“ ხელმძღვანელი ანზორ დვალიშვილი ედგა სათავეში.[1] გაუვალ ტაიგაში მოეწყო დროებითი ბანაკი, გაწმინდეს თვითმფრინავის დასაჯომი ბილიკი. მუდმივი დასახლების მშენებლობა დაიწყო 1975 წლის აპრილში.[2]

1975 წლის 6 ნოემბერს სარკინიგზო ხაზმა სადგურ ზვეზდნოიედან მიაღწია ნიას.[2] სადგურს უწოდეს ნია-გრუზინსკაია. საცხოვრებელი დასახლება შეიქმნა „თბილქალაქპროექტის“ ინსტიტუტის თანამშრომლების მიერ. კომპლექსი მოიცავდა: 7 მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, სკოლას, საბავშვო ბაღს, საზოგადოებრივ სავაჭრო ცენტრს, რკინიგზის სადგურს და საქვაბე ოთახს.[1] 1981 წლის 23 თებერვალს დასახლება ექსპლუატაციაში შევიდა, დროებითი სახლების მაცხოვრებლები გადავიდნენ ახალ შენობებში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]