ნიაზის სახლ-მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიაზის სახლ-მუზეუმი
აზერ. Niyazinin ev-muzeyi
40°22′29″ ჩ. გ. 49°50′35″ ა. გ. / 40.37472° ჩ. გ. 49.84306° ა. გ. / 40.37472; 49.84306
დაარსდა 1994
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მდებარეობა ბაქო
ოფიციალური საიტი http://www.musicmuseum.az/
Map

ნიაზის სახლ-მუზეუმი (აზერ. Niyazinin ev-muzeyi) — აზერბაიჯანელი დირიჟორისა და კომპოზიტორის, სსრკ-ის სახალხო არტისტის, ნიაზის მემორიალური მუზეუმი. მუზეუმი წარმოადგენს აზერბაიჯანის მუსიკალური კულტურის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალს. განლაგებულია ქალაქ ბაქოში, მისამართი: ბულბულის გამზირი, 29.[1] ნიაზი ცხოვრობდა ამ ბინაში 1958 წლიდან გარდაცვალებამდე. ნიაზის სახლ-მუზეუმი შეიქმნა აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს 1990 წლის 28 დეკემბრის განკარგულებით. მუზეუმის გახსნა შედგა 1994 წლის 18 სექტემბერს.

ნიაზის სახლ-მუზეუმში რეგულარულად ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც ეძღვნება რესპუბლიკის მუსიკალურ მოვლენებს: კონფერენციები, კონცერტები და შემოქმედებითი საღამოები.

ნიაზის სახლ-მუზეუმი შედგება 5 ოთახისგან, რომელთა ნაწილიც ატარებს მემორიალურ ხასიათს. ისინი შენახული არიან ისევე, როგორც მუსიკოსის სიცოცხლის დროს. დარჩენილი ნაწილი კი დათმობილი აქვს ექსპოზიციებს. ექსპონატების ოთახში გამოფენილია ექსპონატები, რომლებიც მოგვითხრობენ ნიაზის ცხოვრებაზე ბავშვობიდან გარდაცვალებამდე. აქ ქრონოლოგიურად წარმოდგენილია იშვიათი დოკუმენტები ნიაზის პირად ცხოვრებაზე, აფიშები, საავტორო სანოტო ხელნაწერები.

სასტუმრო ოთახში წარმოდგენილია ფოტოსურათები, რომლებიც ასახავს მუსიკოსის საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ასევე გამოფენილია მაესტროსთვის ნაჩუქარი და მუზეუმის მიერ შეძენილი ექსპონატები, რომლებიც წარმოადგენს სახვითი ხელოვნების ნიმუშებს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]