ნიადაგმცოდნეობის საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიადაგმცოდნეობის საზოგადოება — დაარსდა 1956 წელს თბილისში. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 1995 წელს დამოუკიდებლობის სტატუსი მიანიჭა. საზოგადოების მიზანია იყო ნიადაგმცოდნეობის, როგორც მეცნიერების, განვითარება და ცოდნის პოპულარიზაცია, კვალიფიციური კადრების განვითარება და ცოდნის პოპულარიზაცია, კვალიფიციური კადრების მომზადების უზრუნველყოფა, ქვეყნის აგრარულ და მომიჯნავე მეცნიერებთან ურთიერთობის განმტკიცება. საზოგადოებაში გაერთიანებული იყვნენ ნიადაგმცოდნეები, აგროქიმიკოსები, მელიორატორები, პრაქტიკოსი მუშაკები და სტუდენტური ახალგაზრდობა. საზოგადოებაში ტარდებოდა სასწავლო დაწესებულებების მუშაობის კოორდინაცია, ეწყობა სიმპოზიუმები, კონფერენციები, თათბირები. პერიოდულად ქვეყნდებოდა კრებულები, ნიადაგის გენეზისის, ნაყოფიერების ამაღლების, მელიორაზაციის და სხვა აქტუალურ საკითხებზე. საზოგადოებამ გამოსცა საქართველოს ნიადაგების რუკა მასშტაბით 1:500000. სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მზადდება ამიერკავკასიის ნიადაგების რუკა მასშტაბითნ 1:600000. საზოგადოება ხელს უწყობდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში თეორიული გამოკვლევების დანერგვას. სხვადასხვა დროს საზოგადოების პრეზიდენტები იყვნენ დ. გედევანიშვილი, მ. საბაშვილი, მ. დარასელია. 2002 წელს ნიადაგმცოდნეობის საზოგადოების პრეზიდენტი იყო თ. ურუშაძე. საზოგადოებას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო კავშირთან, აშშ-ის, გერმანიის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ისრაელის, ესპანეთის, ჩილეს და სხვა ქვეყნების ნიადაგმცოდნეობის საზოგადოებასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]