ნეჰავენდის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეჰავენდის ბრძოლა
თარიღი 642
მდებარეობა ნეჰავენდი
შედეგი არაბების გამარჯვება
მხარეები
არაბთა სახალიფო სასანიანები
მეთაურები
ან-ნუმან იბნ მუკარინი ფირუზანი
ძალები
30 000 დაახლ. 60 000
დანაკარგები
უცნობია უცნობია

ნეჰავენდის ბრძოლა — ერთ-ერთი დიდი ბრძოლა არაბთა სახალიფოსა და სასანიანების იმპერიას შორის. გაიმართა 642 წელს არაბების მიერ ირანის დაპყრობის პერიოდში.

წყაროების მიხედვით ბრძოლა 3-4 დღე გრძელდებოდა. მცირე დაპირისპირებების შემდეგ არაბები ნეჰავენდის ციხესიმაგრეს დაესხნენ თავს. პირველი შეტევები ირანელებმა მოიგერიეს. სასტიკმა ბრძოლებმა მძიმე დანაკარგი აგემა ორივე მხარეს, თუმცა გამარჯვებული არ გამოუვლენია. არაბებმა დროებით უკან დაიხიეს და შემდეგი შეტევების შედეგად გამარჯვების ბედი მუსულმანების სასარგებლოდ გადაწყდა. ნეჰავენდის ციხესიმაგრე არაბებს ჩაბარდა.

ბრძოლის შემდეგ არაბებმა ირანის დასავლეთი ნაწილი დაიპყრეს. შაჰი იეზდიგერდ III ქვეყნის უდიდეს ნაწილზე უკვე კონტროლს ვეღარ ახორციელებდა და იძულებული იყო ქვეყნის აღმოსავლეთში გადახვეწილიყო.

ნეჰავენდის ბრძოლა სასანიანთა სახელმწიფოს უკანასკნელი ბრძოლა იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Pourshariati, Parvaneh (2008). Decline and Fall of the Sasanian Empire: The Sasanian-Parthian Confederacy and the Arab Conquest of Iran. London and New York: I.B. Tauris. ISBN 978-1-84511-645-3. 
  • Zarrinkub, Abd al-Husain (1975). „The Arab conquest of Iran and its aftermath“, The Cambridge History of Iran, Volume 4: From the Arab Invasion to the Saljuqs. Cambridge: Cambridge University Press, გვ. 1–57. ISBN 978-0-521-20093-6. 
  • Morony, M. (1986). „ʿARAB ii. Arab conquest of Iran“. Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 2. pp. 203–210.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)