ნეძვისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნეძვისწყალი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სათავე თრიალეთის ქედი
41°51′03″ ჩ. გ. 43°36′44″ ა. გ. / 41.850917° ჩ. გ. 43.612444° ა. გ. / 41.850917; 43.612444
სათავის სიმაღლე 2100 მ
შესართავი მტკვარი
41°56′02″ ჩ. გ. 43°29′08″ ა. გ. / 41.933889° ჩ. გ. 43.485639° ა. გ. / 41.933889; 43.485639
სიგრძე 18 კმ
აუზის ფართობი 82 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 1,16 მ³/წმ
ნეძვისწყალი — საქართველო
ნეძვისწყალი
ნეძვისწყალი
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი

ნეძვისწყალი, ნეძურა ― მდინარე საქართველოში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში.[1] სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2100 მ სიმაღლეზე. მდინარე მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 18 კმ, აუზის ფართობი 82 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ― ზამთარში. მარჯვენა შენაკადებიდან მნიშვნელოვანია კარტისწყალი და წიფლარისწყალი, ხოლო მარცხენა შენაკადებიდან გვირგვინასწყალი და ხერგულებისწყალი.[2] საშუალო წლიური ხარჯი 1,16 მ³/წმ.[3] მდინარის ხეობაშია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ნეძვი. ნეძვისწყლის შესართავთანაა დაბა ახალდაბა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 126.
  2. სამცხე-ჯავახეთი. ცნობარი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 2016
  3. ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 400.
  4. ბორჯომის მუნიციპალიტეტი | ბორჯომი ცნობილია როგორც ტურისტული ქალაქი