ნექტარული პერიოდი
იერსახე
ნექტარული პერიოდი, პტოლემეური პერიოდი (ინგლ. Nectarian period; 3.92 — 3.85 მლრდ. წლის წინ) — მთვარის გეოლოგიურ ისტორიაში შედარებით მოკლე, მაგრამ მღელვარე პერიოდი, რომელიც 3.92 მილიარდი წლის წინ დაიწყო და 70 მილიონი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა 10-12 შედარებით კარგად შემონახული აუზი, მათ შორის ნექტარის ზღვის აუზი, რომელმაც პერიოდს სახელი დაარქვა.
ნექტარიულ პერიოდში წარმოქმნილ კრატერებს, როგორც წესი, აქვთ კარგად გამოკვეთილი კიდეები და ცენტრალური ქედები, ასევე გარკვეულწილად ჩაღრმავებული ფსკერი (მიმდებარე რელიეფთან შედარებით). ასეთი კრატერის ტიპურ მაგალითს წარმოადგენს კრატერი პტოლემე, რის გამოც ამ პერიოდს ზოგჯერ პტოლემეურ პერიოდსაც უწოდებენ.

მილიონობით წლის წინათ
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Liu, J.; Guo, D. (2018). „Lunar geological timescale“ (PDF). Encyclopedia of lunar science. pp. 1–3. ციტირების თარიღი: 2024-09-01.
- Hood, Lon L. (February 2011). „Central magnetic anomalies of Nectarian-aged lunar impact basins: Probable evidence for an early core dynamo“. Icarus. 211 (2): 1109–1128. Bibcode:2011Icar..211.1109H. doi:10.1016/j.icarus.2010.08.012.