ნექტარიოს ჩარგეიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნექტარიოს ჩარგეიშვილი
ბიოგრაფია
დაიბადა 5 სექტემბერი, 1937
წარმოშობა ლენინგრადი
გარდაიცვალა 14 ნოემბერი, 1971
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი

ნექტარიოს ჩარგეიშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1937, ლენინგრადი — გ. 14 ნოემბერი, 1971, მოსკოვი) — რუსი და ქართველი კომპოზიტორი და ფილოსოფოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ლენინგრადში და გაიზარდა აფხაზეთში. უმეტესწილად მოსკოვში ცხოვრობდა. 1963 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია, ხოლო 1966 წელს ტიხონ ხრენიკოვის კლასში - ასპირანტურა. აგრეთვე სწავლობდა არამ ხაჩატურიანთან. 1969 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტის კლასიკური განყოფილება. 1966-1968 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში პარტიტურების კითხვასა და ინსტრუმენტირებას ასწავლიდა.

განავითარა რუსული სიმფონიზმის ტრადიციები. ნაშრომებში იყენებდა ხალხურ სიუჟეტებს, აგრეთვე რენესანსის პერიოდის მუსიკალური ტრადიციების ელემენტებს. შექმნა ტრაქტატი „ქრისტიანობის ეზოთერული დოქტრინა“.

ჩარგეიშვილი საბჭოთა ხელისუფლების ღია მოწინააღმდეგე იყო. ამის გამო იგი დაითხოვეს კონსერვატორიიდან. მას აეკრძალა არამხოლოდ მუსიკალური საქმიანობა; არამედ ავტობუსის მძღოლადაც არ ამუშავეს. სახლში გამოკეტილი ჩარგეიშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა შეირყა. ასეთ პირობებში მან დაიწყო თავისი ყველაზე მასშტაბური ნაშრომის, სიმფონიის წერა, რომელიც 1971 წელს დაამთავრა. სიმფონიის პრემიერა უცნობ მიზეზთა გამო არ გაიმართა. იმავე წელს ჩარგეიშვილმა თავი ჩამოიხრჩო, სიმფონიის შესრულება კი საბჭოთა კავშირის დაშლამდე აკრძალული იყო. მისი პრემიერა მხოლოდ 1991 წელს შედგა.

დაკრძალულია ახალ ათონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]