ნექტარიოს და ფილოთეოზ ათონელნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნექტარიოს და ფილოთეოზ ათონელნიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი.

ღირსი ნექტარიოსი ბიტოლიაში, კოზმა და დამიანეს სავანეში მოღვაწე მამამ აღზარდა. ნეტარი წმიდა მთაზე აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი ღირს მამათა, ფილოთეოზ და დიონისე ათონელების მორჩილებაში იმყოფებოდა. წმიდა ნექტარიოსმა იობივით უდრტვინველად დაითმინა მძიმე ხორციელი სნეულებანი და 1500 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მამის ოთხი წლის შემდეგ აღმოყვანებული უხრწნელი ნაწილები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა.

ღირსი ფილოთეოზ ათონელი (XV), ღირსი ნექტარიოსის მოძღვარი, ათონზე, კარიესის სავანეში მოღვაწეობდა. წმიდა ცხოვრებისათვის მას უფლისგან განჭვრეტის ნიჭი მიემადლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.