ნექტარიოს ათონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნექტარიოს ათონელიმართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი. ღირსი ნექტარიოსი ბიტოლიაში, კოზმა და დამიანეს სავანეში მოღვაწე მამამ აღზარდა. ნეტარი წმინდა მთაზე აღიკვეცა ბერად, შემდეგ კი ღირს მამათა, ფილოთეოზ და დიონისე ათონელების მორჩილებაში იმყოფებოდა. წმინდა ნექტარიოსმა იობივით უდრტვინველად დაითმინა მძიმე ხორციელი სნეულებანი და 1500 წლის 5 დეკემბერს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმინდა მამის ოთხი წლის შემდეგ აღმოყვანებული უხრწნელი ნაწილები საოცარ კეთილსურნელებას აფრქვევდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.