ნეფრონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
2618 Nephron Secretion Reabsorption.jpg

ნეფრონი (ბერძნ. nephrosთირკმელი) — თირკმლის მილაკი, ხერხემლიანების თირკმლის მთავარი სტრუქტურულ-ფუნქციური ერთეული. ნეფრონი თხელკედლიანი, მეტ-ნაკლებად დაკლაკნილი მილაკია, რომლის ცალკეული უბნები სპეციალიზებულია შარდის წარმოქმნის სხვადასხვა პროცესის შესასრულებლად. ნეფრონი დაკავშირებულია სისხლის კაპილარების გორგალთან თხელი ჯამისებრი გამონაზარდებით (ე. წ. ბოუმენის კაფსულა) და ქმნის მალპიგის სხეულაკს, რომელშიც ხდება პირველადი შარდის ფილტრაცია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]