ნეტი სტივენსი
ნეტი სტივენსი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 7 ივლისი, 1861[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | კავენდიში[4] |
გარდ. თარიღი | 4 მაისი, 1912[1] [2] [3] (50 წლის) |
გარდ. ადგილი | ბალტიმორი[4] |
დასაფლავებულია | Fairview Cemetery |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ბიოლოგი, გენეტიკოსი, ზოოლოგი და ბიბლიოთეკარი |
ალმა-მატერი | უესტფილდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი[4] , ბრინ მორის კოლეჯი[4] და Westford Academy |
განთქმული მოსწავლეები | ელის მიდლტონ ბორინგი |
დედა | Julia Maria Stevens[5] |
ჯილდოები | ქალების ეროვნული დიდების დარბაზი[6] |
გავლენა მოახდინეს | |
ნეტი მარია სტივენსი (ინგლ. Nettie Maria Stevens; დ. 7 ივლისი, 1861 — გ. 4 მაისი, 1912) — ამერიკელი გენეტიკოსი, რომელმაც 1906 წელს აღმოაჩინა, რომ მამრი ხოჭოები წარმოქმნიან ორი სახის სპერმას: ერთს დიდი ქრომოსომით, ხოლო მეორეს მცირე ქრომოსომით. როდესაც დიდი ქრომოსომის შემცველი სპერმა ანაყოფიერებდა კვერცხუჯრედს, წარმოქნილი ნაყოფი იყო მდედრი, ხოლო მცირე ქრომოსომის შემცველი სპერმის მიერ განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან წარმოშობილი ნაყოფი კი იყო მამრი. ეს ქცევა შეინიშნებოდა სხვა ცხოველებშიც, ასევე ადამიანებშიც და ცნობილი გახდა, როგორც სქესის განსაზღვრის XY სისტემა..[7][8][9]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნეთი მარია სტივენსი, 1861 წლის 7 ივლისს, ვერმონტში, ჯულია და ეფრაიმ სტივენსის ოჯახში დაიბადა. დედამისის გარდაცვალების შემდეგ, მამამ მეორე ცოლი მოიყვანა და მტელი ოჯახი საცხოვრებლად მასაჩუსეტსში გადავიდა. 1880 წელს, ნეთიმ უესტფორდის აკადემია დაამთავრა.
სტივენსი სკოლაში ასწავლიდა და იყო ბიბლიოთეკარი. მის მოვალეობაში შედიოდა ბავშვებისთვის ფიზიოლოგიისა და ზოოლოგიის, ასევე მათემატიკის, ლათინურის და ინგლისურის სწავლება. 1890-იან წლებში, ნეთის ზოოლოგიისადმი ინტერესი გაღვივდა, როდესაც გაიარა Martha's Vineyard-ის კურსი.[10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სტივენსი ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ქალი იყო, რომელიც აღიარეს მეცნიერების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. 30 წლამდე კვლევითი პროცესისთის ხელი არ მოუკიდია, ხოლო დოქტორანტურა 1930 წელს დაასრულა. კვლევა დაასრულა ბრაიან მორის კოლეჯში. მისი უმაღლესი მიღწეული ხარისხი ასოცირებული პროფესორი გახდა, ექსპერიმენტულ მორფოლოგიაში (1905-1912). მან წარმატებით შეძლო განევითარებინა გენეტიკის, ციტოლოგიისა და ემბრიოლოგიის სფეროები.[7]
სტივენსმა ვერ შეძლო უნივერსიტეტში რეგულარული პოზიციის შენარჩუნება, თუმცა, საკმაოდ წარმატებული კარიერის განვითარება მოახერხა საზღვაო სადგურებსა და ლაბორატორიებში. მის მიერ გამოქვეყნებულმა 38-მა პუბლიკაციამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მემკვიდრეობის გადაცემის შესახებ აზროვნების განვითარებაში. სტივენსმა მყარი საფუძველი შექმნა მენდელიანიზმისა და მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორიების ჩამოყალიბებისათვის.[7]
ნეტი თავდაუზოგავად მუშაობდა იმისათვის, რომ მკვლევარი გამხდარიყო ბრაიან მავრის კოლეჯში, თუმცაღა, სანამ დათანხმდებოდა მისთვის სასურველ პოზიციას, მანამდე 1912 წლის 4 მაისს, ჯონ ჰოპკინსის საავადმყოფოში, მკერდის კიბოსაგან გარდაიცვალა.[11]
მისი გარდაცვალების შემდეგ, ნეკროლოგი თომას ჰანტ მორგანი, ჟურნალ „მეცნიერებაში“ წერდა,[12] რომ სტუდენტებთან თორმეტწლიანი ურთიერთობისა და თანამშრომლობის განმავლობაში, არავინ შეხვედრია სტივენსზე მეტად შესაფერისი კვლევების განხორციელების პროცესისათვის.[13]
აკვირდებოდა რა მწერების ქრომოსომებს, და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზოგიერთ სახეობაში ქრომოსომები განსხვავდებიან სქესისდა მიხედვით. პირველად გაკეთდა აღმოჩენა იმის შესახებ, რომ ქრომოსომების დაკვირვებადი და ხილული განსხვავება შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ფიზიკურ განსხვავებასთან (ამ შემთხვევაში სქესთან ).
ამ საკითხზე, იგი 1905 წელს მუშაობდა. სტივენსმა მოახდინა Y ქრომოსომის იდენტიფიკაცია ტენებრიოს მატლებში და დაასკვნა, რომ სქესის გამოვლენა დამოკიდებული იყო Y ქრომოსომის არსებობა არარსებობაზე. იკვლევდა რა კვერცხუჯრედის ქსოვილსა და განაყოფიერების პროცესს, აზრად მოუვიდა, რომ ქრომოსომები მუდამ წყვილურად არსებობენ და Y ქრომოსომა წარმოადგენდა X ქრომოსომის წყვილს, რომელიც აღმოჩენილ იქნა 1890 წელს, ჰერმან ჰენკინგის მიერ. მან უარყო აქამდე გავრცელებული იდეა იმის შესახებ, რომ სქესი განისაზღვრებოდა X ქრომოსომით და ეს ფუნქცია Y ქრომოსომას მიაწერა. სტივენსმა Y ქრომოსომას „Y“ დაარქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ანბანში „X“ -ის შემდეგ მოდიოდა.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1912 წლის 4 მაისს, ნეტი სტივენსი 50 წლის ასაკში (დოქტორის ხარისხის მოპოვებიდან 9 წლის შემდეგ) მკერდის კიბოსგან, ბალტიმორში, მერილენდის შტატში გარდაიცვალა. მისი კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა, ამ ხნის განმავლობაში 40-მდე ნაშრომი გამოაქვეყნა.[14] დაკრძალულია უესტფორდში, მასაჩუსეტსში, მამისა და დის საფლავების გვერდით.[15]
ინტერნეტ-რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biography of Nettie Stevens
- Google Doodle for Nettie Stevens
- Episode 8: Nettie Stevens დაარქივებული 2018-03-06 საიტზე Wayback Machine. from Babes of Science დაარქივებული 2019-03-29 საიტზე Wayback Machine. podcasts
- Cleveland, Hillary. Women in Science. 3/6/09. Bryn Mawr College. ციტირების თარიღი: June 20, 2013.
- Nettie Maria Stevens — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ნეტი სტივენსი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 FemBio database
- ↑ 3.0 3.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 2. — P. 1230. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ Geni.com — 2006.
- ↑ https://www.womenofthehall.org/inductee/nettie-stevens/
- ↑ 7.0 7.1 7.2 Brush, Stephen G. (June 1978). „Nettie M. Stevens and the Discovery of Sex Determination by Chromosomes“. Isis. 69 (2): 162–172. doi:10.1086/352001. JSTOR 230427.
- ↑ Nettie Maria Stevens – DNA from the Beginning. ციტირების თარიღი: 2016-07-07
- ↑ John L. Heilbron (ed.), The Oxford Companion to the History of Modern Science, Oxford University Press, 2003, "genetics".
- ↑ Hagen, Joel. Nettie Stevens and the Problem of Sex Determination. Minneapolis: University of Minnesota Press, გვ. 37–47.
- ↑ Gilgenkrantz, Simone. Nettie Maria Stevens (1861–1912) French. Médecine/Sciences (October 15, 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — August 17, 2013. ციტირების თარიღი: August 18, 2013.
- ↑ Morgan, T.H. (October 12, 1912). „The Scientific Work of Miss N. M. Stevens“. Science. 36 (298): 468–70. doi:10.1126/science.36.928.468. JSTOR 1636618. PMID 17770612.
- ↑ Wessel, Gary M. (September 13, 2011). „Y does it work this way?“ (PDF). Molecular Reproduction and Development. Wiley. 78 (9). doi:10.1002/mrd.21390. ციტირების თარიღი: August 20, 2013.
- ↑ Nettie Stevens: A Discoverer of Sex Chromosomes. Nature. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 14, 2016. ციტირების თარიღი: July 6, 2016.
- ↑ ST17no1.pdf.