ნეტილინგის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნეტილინგის ტბა
კოორდინატები: 66°32′ ჩ. გ. 70°10′ დ. გ. / 66.533° ჩ. გ. 70.167° დ. გ. / 66.533; -70.167
მდებარეობა კანადის დროშა კანადა
სიმაღლე ზღვის დონიდან 30 
სიგრძე 123 კმ
ფართობი 5,066 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 132 
ნეტილინგის ტბა — კანადა
ნეტილინგის ტბა

ნეტილინგის ტბა (ინგლ. Nettilling Lake) — მტკნარი ტბა კანადაში, ნუნავუტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ბაფინის მიწის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 30 მ სიმაღლეზე. ფართობით კანადის ერთ-ერთი უდიდესი ტბაა. ზედაპირის ფართობი 5066 კმ², საერთო ფართობი 5542 კმ². მაქსიმალური სიღრმე 132 მ. უდიდესი სიგრძე 123 კმ. აუიუიტუკის ეროვნული პარკის სამხრეთ-დასავლეთით 110 კმ-ში.

იკვებება სამხრეთით მდებარე ტბა ამაჯუაკის წყლებითა და აგრეთვე მრავალრიცხოვანი წვრილი ტბებითა და მდინარეებით. ტბის აღმოსავლეთი ნაწილი წარმოდგენილია სამი უბით, სადაც წყალი დაბალია და წარმოქმნილია არაერთი პატარა კუნძული. ნეტილინგის ტბის დასავლეთი მონაკვეთი შედარებით ღრმაა, კუნძულები არ გვხვდება. ჩამონადენი დასავლური მიმართულებით ფოქსის აუზისკენ მდინარე კუჯუაკის მეშვეობით.

დიდი ხნის განმავლობაში დაფარულია ყინულით. მიუხედავად ამისა ტბაში თევზი მაინც ბინადრობს. აღსანაიშნავია მახათასებრნი. პირველი ევროპელი, რომელმაც ტბის სანაპირო მოინახულა იყო ამერიკელი მეცნიერი ფრანც ბოასი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]