ნესტორ გარდაფხაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნესტორ გრიგოლის ძე გარდაფხაძე (დ. 12 სექტემბერი 1867, სოფ. თეკალი, ლეჩხუმის მაზრა, — გ. 1 სექტემბერი, 1924, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, მაიორი; 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა მოძრაობის მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა პავლეს სამხედრო სკოლა სანქტ-პეტერბურგში (1889). სამხედრო სამსახური დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში (კაპიტანი, 1909). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროში, იყო ქართული სამხედრო სკოლის 1-ლი გუნდის უფროსი. მონაწილეობდა სომხეთთან ომში (1918). 1921 წლის თებერვალში იბრძოდა საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ თბილისის მისადგომებთან; ტაბახმელის ფრონტზე მეთაურობდა იუნკერთა ასეულს. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1921-1922 წლებში ხელმძღვანელობდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ სვანეთის აჯანყებას. 1922 წელს მოლაპარაკებების შედეგად მოსახლეობის მოთხოვნით ზემო სვანეთის რწმუნებულად დაინიშნა. 1923 წლის ივნისში გარკვეული ხნით დაპატიმრებული იყო. 1924 წლის მარტიდან ზემო სვანეთში შეუდგა ახალი შეიარაღებული რაზმის ჩამოყალიბებას. 1924 წლის ივლისში კვლავ დააპატიმრეს და სექტემბერში დახვრიტეს მუშნი და ოთარ დადიანებთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]