ნესტორი (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ზოგიერთი წყაროს მიხედვით, [1] ამ ფოტოზე ნაჩვენებია Hecamede, რომელიც აზავებს სასმელს ნესტორისთვის. ძვ.წ. 490 წ. ვულციდან .

გერენიელი ნესტორი ( ძვ. ბერძნ. Νέστωρ Γερήνιος Nestōr Gerēnios) - პილოსის ლეგენდარული მეფე, ჰომეროსის ოდისეას პერსონაჟი. [2] 1939 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებით აღმოაჩინეს მისი სასახლე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორ იყო პილოსის მეფე ნელევსის [3] და ამფიონის მეფის ასულის ქლორისის [4] [5] ვაჟი. ნესტორის დედას პოლიმედეს სახელითაც მოიხსენიებდნენ. [6]

მისი მეუღლე იყო ევრიდიკესი, რომლისგანაც 9 შვილი შეეძინა.

მითოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავგადასავლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორი ერთ-ერთი არგონავტი იყო. მან დაამარცხა კენტავრი, მონაწილეობა მიიღო კალიდონის ნადირობაში. მას შემდეგ რაც ჰერაკლემ მოკლა ნელევსი და ნესტორის ყველა დედმამიშვილი, ის გახდა  პილოსის მეფე. მას უწინასწარმეტყველეს, რომ იცოცხლებდა სამი თაობის განმავლობაში მზის ღმერთის - აპოლონის შემწეობით. [7]

ის და მისი შვილები, ანტილოქუსი და თრასიმედესი, ტროას ომში აქაველების მხარდამხარ იბრძოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ნესტორი საკმაოდ მხცოვანი იყო ომის დაწყებისას, ის მაინც გამოირჩეოდა სიმამაცითა და სიტყვით გამოსვლის უნარით. „ილიადას“ მიხედვით ის ხშირად აძლევს რჩევებს ახალგაზრდა მეომრებს და აგამემნონს სთავაზობს, რომ აქილევსს შეურიგდეს. ის ზედმეტად მოხუცია იმისათვის, რომ ბრძოლაში ჩაებას, მაგრამ მაინც მიუძღვის პილოსის ჯარს ეტლით, სწორედ ამ დროს მის ერთ-ერთ ცხენს ისრით კლავს პარისი. ის აღჭურვილია ოქროს ფარით. ჰომეროსი მისი მისამართით ხშირად იყენებს ეპითეტს - „გერენიელი მხედარი“.

ოდისეაში“  აღწერილია, რომ ნესტორი და მისი არმია უსაფრთხოდ დაბრუნდა პილოსში. მათ გადაუწყვიტავთ, რომ ტროა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ, მას შემდეგ, რაც ბერძნებმა ქალაქის ძარცვა დაიწყეს და ამით ათენა განარისხეს. [8] ოდისევსის შვილი ტელემაქე მიემგზავრება პილოსში, რათა გამოიკვლიოს, თუ რა ბედი ეწია მამამისს. ნესტორი გულთბილად მიიღებს მეგობრის ვაჟს,[9] გულუხვად უმასპინძლებს, თუმცა ვერაფერს ეტყვის მამის ბედთან დაკავშირებით. „ოდისეაში“ ასევე ვხვდებით ნესტორის ცოლს, ევრიდიკას და მათ შვილებს: ექეფრონი, სტრატიოსი, არეტოსი, თრასიმედე და პიზისტრატე. ნესტორს ასევე ორი ქალიშვილი ჰყავს: პიზიდისე და პოლიკასტე.

რჩევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიადაში“ ნესტორის დარიგება, მისი ასაკისა და გამოცდილების გამო, ყოველთვის დაფასებულია მსმენელთა მიერ, ამასთანავე მისი რჩევა შეზავებულია იუმორითა და ქვეტექსტურად ტრაბახითაც კი, რადგან ის არასოდეს გასცემს დარიგებას საკუთარი საგმირო თავგადასავალის გახსენების გარეშე.

ოდისეაში“ მოთხრობილია, რომ ტელემაქე, რომელიც ელენესა და მენელაოსთან სტუმრობის შემდეგ ბრუნდება, დაჟინებით სთხოვს პიზისტრატტეს, რომ ხომალდი მოამზადოს დაუყოვნებლივ სახლში დასაბრუნებლად, რათა თავი დააღწიოს ნესტორის გადამეტებულ სტუმართმოყვარეობას. პიზისტრატე თანხმდება, თუმცა დამწუხრებული აღნიშნავს, რომ მამამისი უსათუოდ გაბრაზდება, როცა ტელემაქეს გამგზავრების შესახებ გაიგებს.

ნესტორი და მისი ვაჟები მსხვერპლს სწირავენ პოსეიდონს პილოსის სანაპიროზე (400-380 BC).

ნესტორის დარიგება „ილიადაში“ ხშირად ავისმომასწავებელი ჟღერადობის მატარებელია.  მაგალითად, როდესაც პარტოკლე ეწვევა ნესტორს რჩევის მისაღებად პოემის მე-11 თავში, ნესტორი დაარწმუნებს მას, რომ მებრძოლებს თავი აქილევსად უნდა მოაჩვენოს. მკვლევარი კარლ რაინჰარდტი მიიჩნევს, რომ ეს სულაც არ უნდოდა პარტოკლეს. რეალურად მას სურს ინფორმაცია მოიპოვოს დაჭრილ მაქაონზე.[10]

ჰომეროსი ნესტორის, როგორც მრჩეველის, წინააღმდეგობრივ პორტრეტს გვთავაზობს. ერთი მხრივ, ის ბრძენ, სწავლულ ადამიანადაა დახასიათებული. ნესტორი არაერთხელ აძლევს რჩევას აქაველებს ჯარის ტომების მიხედვით დაკომპლექტებასა და ორთვალა ეტლების გამოყენებაზე, რაც ანაქრონიზმად შეიძლება მივიჩნიოთ ჰომეროსის ეპოქისათვის. [11] თუმცა, ამავდროულად, ნესტორის რჩევები უსარგებლობაა. მაგალითად, ის დაჟინებით მოსთხოვს აქაველებს, რომ ბრძოლა წამოიწყონ, ასწავლის მათ შუბის გამოყენების ტექნიკას, რაც რეალურად შესაძლოა დამღუპველი გამოდგეს. ასევე, მე-11 თავში პატროკლესათვის მიცემული რჩევა  საბოლოო ჯამში გმირის სიკვდილს გამოიწვევს. მიუხედავად ამისა, მასში ეჭვი არავის ეპარება და ხშირად იმსახურებს ქებას.

[12]

ჰანა როსმენი თვლის, რომ „ილიადას“ პერსონაჟები იმიტომ არ აქცევენ ყურადღებას განსხვავებას ნესტორის რჩევასა და მიღებულ შედეგს შორის, რომ საბოლოო ჯამში, შედეგები ღმერთების ხელშია. გმირები არ აგებებენ პასუხს საქმის გამრუდებაზე. შესაბამისად, ნესტორი შეგვიძლია კარგ მრჩეველად მივიჩნიოთ ყველა იმ თვისების გათვალისწინებით, რომლებიც პირველ თავშია ჩამოთვლილი.

მოხსენება სხვადასხვა ტექსტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნესტორი ნახსენებია უილიამ შექსპირის პიესაში „ვენეციელი ვაჭარი“ (სცენა I, მოქმედება I), როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ სერიოზულ ხუმრობაზე იცინის.

ნესტორი ასევე მონაწილეობს შექსპირის პიესაში „ტროილე და კრესიდა“, რომელშიც მოქმედება ტროას ომის პერიოდში მიმდინარეობს.

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Douglas Frame 2009: Hippota Nestor: Washington, DC: Center for Hellenic Studies
  • Douglas Frame 1978: The Myth of Return in Early Greek Epic, New Haven: Yale University Press.
  • Keith Dickson 1995: Nestor: Poetic Memory in Greek Epic: NY: Garland Publishers.
  • Keith Dickson 1993: "Nestor Among the Sirens," Oral Tradition 8/1: 21-58.
  • Richard R. Martin 2012: Review of Douglas Frame Hippota Nestor 2009 in American Journal of Philology (AJP) 133.4 (Winter 2012): 687-692
  • Hanna Roisman 2005: "Nestor the Good Counselor," Classical Quarterly 55: 17-38 doi:10.1093/cq/bmi002
  • Victoria Pedrick 1983: :The Paradignatic Nature of Nestor's Speech,: Transactions and Proceedings of the American Philological Assn. (TAPA) 113: 55-68.
  • R.M. Frazer 1971: “Nestor’s Generations, Iliad 2.250-2” Glotta 49:216-8;
  • V.C. Mathews 1987: “Kaukonian Dyme: Antimachus fr.27-8 and the text of Homer,” Eranos 85: 91-7.
  • Jack L. Davis (ed) 1998: Sandy Pylos: An Archaeological History from Nestor to Navarino. Austin: University of Texas Press.
  • William G. Loy 1970: Land of Nestor: A Physical Geography of the Southwest Peloponnesos: Washington, DC. National Academy of Sciences.
  • Carl Blegen and Marion Rawson (ed) 1966: Palace of Nestor at Pylos in Western Messenia for University of Cincinnati by Princeton University Press.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Dalby, A. (1996) Siren Feasts, London, p. 151, ISBN 0415156572
  2. Homer, Odyssey 17.108-112
  3. Hyginus, Fabulae 10 & 14.4
  4. Pausanias, Graeciae Descriptio 9.36.8; Tzetzes, Allegories of the Iliad Prologue 516
  5. Tzetzes, John (2015). Allegories of the Iliad. Harvard University Press, Cambridge, Massachusetts, London, England: Dumbarton Oaks Medieval Library, გვ. 39, Prologue 516. ISBN 978-0-674-96785-4. 
  6. Tzetzes, John (2015). Allegories of the Iliad. Harvard University Press, Cambridge, Massachusetts, London, England: Dumbarton Oaks Medieval Library, გვ. 39, Prologue 517. ISBN 978-0-674-96785-4. 
  7. Hyginus, Fabulae 10. In this account, the myth speculates that this Chloris, mother of Nestor, was one of the Niobids and Apollo, who killed her siblings, granted her son long life for the compensation of that murder.
  8. Odyssey Book III.140-170
  9. "... In Book 3 of the  Odyssey, when Telemakhos journeys to Pylos and calls upon Nestor, Odysseus’ comrade at Troy, seeking news about his long- missing father, he finds Nestor on the seashore, presiding over the Pylians’ grand sacrifi ce to Poseidon, the sea god." Cambridge University Press Festivals, Feasts and Gender Relations in Ancient China and Greece (2010), page 74
  10. Reinhardt, Karl (1961). Die Iliad und ihr Dichter, Gottingen, 258–61.
  11. Kirk, G. S. (1987) The Iliad: A Commentary, 1. Books 1–4 Cambridge University Press, ISBN 0521281717.
  12. Examples include Iliad 2.372, 4.293 and 11.627.