ნესტის ჭიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნესტის ჭიები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ფეხსახსრიანები
კლასი: კიბოსნაირნი
რიგი: ტოლფეხიანები
ქვერიგი: ნესტის ჭიები
ლათინური სახელი
Oniscoidea

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


ნესტის ჭიები (ლათ. Oniscoidea) — ფესსახსრიანი ცხოველების ქვერიგი ტოლფეხიანთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 1-50 მმ აღწევს, ზურგ-მუცლის მიმართულებით გაბრტყელებულია. სხეულის თითოეულ სეგმენტზე სასიარულო, მუცელზე კი — 5 წყვილი ფირფიტისებრი ორტოტიანი სასუნთქი ფეხი აქვს. ქვერიგში 1000-მდე სახეობაა. გავრცელებულია ყველგან, ტენიან და თბილ, აგრეთვე მშრალ, მაგრამ CaCO3-ით მდიდარ ადგილებში. განსაკუთრებით ბევრია ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. ტყეში ნესტის ჭიების უმრავლესობა სასარგებლოა (როგორც ტყის ნიადაგთწარმომქმნელები), ზოგი სათბურებსა და სარწყავ კულტურებს აზიანებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]