ნესტან სულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნესტან სულავა
დაბ. თარიღი 2 აპრილი, 1948(1948-04-02) (76 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე, პედაგოგი და პროფესორი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნესტან სულავა (დ. 2 აპრილი, 1948) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის ფაკულტეტი, კლასიკური ფილოლოგიის განყოფილება, 1975 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1976-1977 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის, ლათინური ენის მასწავლებელი. 1976-1984 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, რუსთველოლოგიის განყოფილების, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების სწავლული მდივანი. 1990-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის მოწვეული ლექტორი. 1993-1998 წლებში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიის კათედრის ლექტორი. 1985-1997 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, რუსთველოლოგიის განყოფილების, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-1999 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, რუსთველოლოგიის განყოფილების, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-2006 წლებში იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის, ქართული ლიტერატურის კათედრის მოწვეული პროფესორი. 1999-2006 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 2006 წელს მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, იყო რუსთველოლოგიის განყოფილების, წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. 2007-2009 წლებში იყო საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2017 წელს — ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2013-2017 წლებში იყო გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის მოწვეული პროფესორი. 2007-2018 წლებში იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქართული ლიტერატურის მიმართულებით. 2009 წლიდან — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრის, ასოცირებული პროფესორი. სამეცნიერო შრომების ავტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „რუსთაველი და ძველი ქართული სასულიერო პოეზია“, დაიცვა 1978 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა — „მე-12-13 საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფიის მხატვრული სპეციფიკა“, დაიცვა 1997 წელს.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის“: სტატიები, თბ., მწიგნობარი, 2018, გვ. 356 ISBN 9789941473586
  • „ვეფხისტყაოსანი“-მეტაფორა, სიმბოლო, ალუზია, ენიგმა, თბ., ნეკერი, 2009, გვ. 191 ISBN 9789941404511
  • ქართული ჰიმნოგრაფია: ტრადიცია და პოეტიკა, თბ., ზეკარი, 2006, გვ. 206
  • XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბ., მერანი, 2003, გვ. 348 ISBN 999289489X
  • ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ: სამეცნიერო კრებული, თბ., საარი, 2001, გვ. 360 ISBN 9789941493058

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები 1992-2006, თბ., 2012, გვ. 490

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]